ჩილეს პრეზიდენტმა, სებასტიან პინიერამ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ არგენტინა, ჩილე, ურუგვაი და პარაგვაი 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას ერთობლივად შეეცდებიან.
„რამდენიმე თვის წინათ, არგენტინის, პარაგვაისა და ურუგვაის პრეზიდენტებს შევთავაზე 2030 წლის მუნდიალის მასპინძლობის განაცხადში ჩილეც დაემატებინათ. წინადადებას მათ მხარი დაუჭირეს.“ - წერს თავის „ტვიტერში“ პინიერა.
ჩილეს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ქვეყნების საფეხბურთო ფედერაციები, გადაწყვეტილების მიღებამდე კონმებოლის (ორგანიზაცია, რომელიც აკონტროლებს სამხრეთ ამერიკულ ფეხბურთის ფედერაციებს) ხელმძღვანელობას ეთათბირნენ. მათ ერთობლივად სურთ აღნიშნონ პირველი მსოფლიო ჩემპიონატის 100 წლისთავი, რომელიც 1930 წელს ურუგვაიში გაიმართა.