ნიკოლოზ ბასილაშვილი როტერდამის ტურნირს გამოეთიშა

ნიკოლოზ ბასილაშვილი როტერდამის ტურნირს გამოეთიშა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მარტონ ფუჩოვიჩთან დამარცხდა. შესაბამისად, ბასილაშვილი როტერდამის ATP500 ტურნირს გამოეთიშა.

ბასილაშვილმა უნგრელ მეტოქესთან ორ სეტში წააგო. მომდევნო ეტაპზე ფუჩოვიჩის მეტოქე იაპონელი კეი ნიშიკორი იქნება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის რეიტინგში ოცეულში დაბრუნდა. ATP-ის ქართველი ჩობურთელი მეოცე პოზიციას იკავებს.