ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ბარსელონას“ ნახევარმცველის, ივან რაკიტიჩის შეძენას შეეცდება. თჰე შუნ-ის ინფორმაციით, მანკუნიანელები ხორვატ ფეხბურთელში 57 მილიონ გირვანქას იძლევიან.
თავად ნახევარმცველს, „ბარსელონასთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება სურდა, მაგრამ კლუბის მესვეურები ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ ჩქარობენ და დიდი ალბათობით, მას ზაფხულში დაემშვიდობებიან.
რაკიტიჩით, აგრეთვე „პარი სენ-ჟერმენი“ და „ინტერი“ ყოფილან დაინტერესებულნი.
მიმდინარე სეზონში ხორვატმა შუახაზელმა, „ბარსას“ მაისურით 34 მატჩში 4 ბურთი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემით გამოირჩა.