ინგლისური "სანი" იტყობინება, რომ "ჩელსის" მეპატრონე რომან აბრამოვიჩი სამწვრთნელო ცვლილებას განიხილავს. "მანჩესტერ სიტისთან" კატასტროფული მარცხის (0:6) შემდეგ მაურიციო სარის პოზიციები მკვეთრად შერყეულია. ცალკეული ინგლისური სააგენტოები წერენ მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის დაძაბულ ურთიერთობებზეც, რაც იტალიელი სპეციალისტის ბოლოდროინდელ განცხადებებს მოჰყვა...
როგორც ამბობენ, "ჩელსის" იერარქიაში მომწიფდა აზრი, რომ კრიზისიდან გამოსავალი იქნებოდა სარის შეცვლა ზინედინ ზიდანით, რომელმაც ახლა უმუშევარია და, რაც მთავარია, იცის დიდი გამარჯვებების გემო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. პლუს ამას, "ჩელსიში" იმის იმედიც აქვთ, რომ ზიდანი ედენ აზარს "რეალში" წასვლას გადააფიქრებინებს...
ათ დღეში სარის გუნდს "მანჩესტერ სიტისთან" ინგლისის ლიგის თასის ფინალი უწევს. იქამდე პრემიერლიგაში პაუზაა. 14 და 21 თებერვალს "ჩელსი" ევროპალიგის ორ მატჩს გამართავს შვედურ "მალმიოსთან". შესაძლოა, აბრამოვიჩი ამ თამაშებს ელოდება. ან არა და, პრემიერლიგის ფინიშამდეც ბევრი არაფერი დარჩა. ოღონდ, პრობლემა ის არის, რომ იმ სიტუაციაში, როცა სარის გაექცა ხელიდან მართვის სადავეები, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება ფრიად სათუო გახდეს.