ნევილი:

ნევილი: "მანჩესტერს" მომდევნო ეტაპზე გასვლის არანაირი შანსი არ აქვს"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა ფილ ნევილმა ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური შეხვედრის "მანჩესტერი" პსჟ-ს (0:2) მატჩზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბრიტანელებს მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი არ აქვთ.

"ვფიქრობ, რომ "მანჩესტერს" მომდევნო ეტაპზე გასვლის რაიმე შანსი არ აქვს. პარიზელებს მაღალი კლასის ფეხბურთელები ჰყავს. მბაპეს დღეს გასაოცარი შეხვედრა არ უჩვენებია, მაგრამ თავისი მომენტი გამოიყენა"- განაცხადა ნევილმა.

განმეორებითი შეხვედრა 6 მარტს პარიზში გაიმართება.