ნიკოლოზ ბასილაშვილმა როტერდამის ტურნირის პირველ შეხვედრაში გაიმარჯვა. ქართველი სპორტსმენის მეტოქე სამხრეთკორეელი ჰეიონ ჩუნგი იყო.
მატჩი ანგარიშით 4:6, 7:6(1), 6:2 დასრულდა. შეხვედრა 2 საათსა და 19 წუთს გაგრძელდა.
მეორე წრეში ბასილაშვილი სლოვაკ მარტინ კლიჟანსა და უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს შორის მოგებულს შეხვდება.