ადრიატიკის ლიგის მორიგ ტურში ქართველმა კალათბურთელმა, გოგა ბითაძემ ტრავმა მიიღო. ჯერჯერობით უცნობია რამდენად სერიოზულია დაზიანება. გოგამ ტრავმა ბელგრადში “პარტიზანთან” მატჩის დროს მიიღო.
ქართველმა მომხდარის გამო პარკეტზე მხოლოდ 3 წუთი და 22 წამი გაატარა. ამ დროში ბითაძემ 2-დან 1 ორქულიანი გამოიყენა და აქტივში 2 მოხსნაც ჰქონდა.
“ბუდუჩნოსტმა” მატჩი 67:76 წააგო. ქართველის გუნდი 13 მოგებითა და 6 მარცხით ცხრილში მეორე-მესამე ადგილებს სწორედ “პარტიზანთან” ინაწილებს. შემდეგ ტურში, 4 მარტს, “ბუდუჩნოსტი” პოდგორიცაში “ხორვატულ “ზადარს” უმასპინძლებს.