„ვინც ვაკრიტიკებთ და ვისაც არ მოსწონს მართვის ეს სტილი, ყველა არის ათეისტი, ანუ მათ ენაზე „ნაციონალი“

„ვინც ვაკრიტიკებთ და ვისაც არ მოსწონს მართვის ეს სტილი, ყველა არის ათეისტი, ანუ მათ ენაზე „ნაციონალი“

გია ხუხაშვილის განცხადებით, შიდა ჯგუფები თავიანთ სასარგებლოდ პარტიის მონოპოლიზებას ცდილობენ და ამ პროცესში არ გამორიცხავს კომპრომატებით ბრძოლის გაგრძელებას. ანალიტიკოსი ამბობს, რომ დღეს „ქართული ოცნება“ სექტად იქცა, სადაც ძალაუფლებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს და მისი დაშლა გარდაუვალია.

For.Ge გია ხუხაშვილს ესაუბრა.

ბატონო გია, რა პროცესებსაც ვაკვირდებით, შეიძლება ითქვას, „ქართული ოცნებისდაშლის პროცესს ვაკვიდრებით, თუ პირიქით, ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო გუნდის დალაგების პროცესი, რომელიც საკმაოდ ხმაურიანი აღმოჩნდა?

გია ხუხაშვილი: ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს შეინარჩუნოს მართვის ალგორითმი, რაც თავის თავში გულსხმობდა დავალების შესრულებას, ანუ რეჟიმში მუშაობას. დღეს „ქართული ოცნება“ იქცა სექტად. იქიდან გამომდინარე, რომ სხვა რესურსს ვერ ხედავენ ფსევდოერთიანობის შენარჩუნების, ბუნებრივია, აქ იქნება გამოყენებული კომპრომატი, ასევე შოლტის და თაფლაკვერის პოლიტიკა იქნება გატარებული, ვიღაცას იყიდიან, ვიღაცას შეაშინებენ, მაგრამ ამ ტიპის მანკიერი სისტემები არ არის სიცოცხლისუნარიანი.

თქვენ ამბობთ, რომქართული ოცნებაიქცა სექტად, რატომ სექტა, სად, რა ნაწილში ჩანს, რომ ეს გარეთიანება გახდა სექტა?

– გარკვეულწილად რელიგიად იქცა ეს ყველაფერი. ანუ, უპირობო რწმენის საფუძველზე უნდა ხდებოდეს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება. ეჭვქვეშ არ უნდა დგებოდეს ზემოდან დაშვებული მითითების შესრულება და მუდმივად უნდა იყვნენ სასწაულის მოლოდინში. თუ პოლიტიკური ლოგიკით რაღაცის ახსნა არის შეუძლებელი, სასწაულით უნდა ახსნან და ნებისმიერი სხვა მოსაზრება შერაცხული იქნას ათეიზმად.

უფრო გასაგები რომ იყოს, მაგალითად, როდესაც ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს მოსამარეთლეები ადრე ძალიან ცუდ საქმეებს ჩადიოდნენ, მაგრამ ახლა კარგ საქმეებს აკეთებენო, ეს არის ორი ათასი წლის წინანდელი სასწაულის ლირეიქი, როგორ იქცა სავლე პავლედ. ფაქტობრივად, დღეს მმართველი „ქართული ოცნების“ ელიტას პრეტენზია აქვს არა პოლიტიკურ ურთიერთობებზე, არამედ რელიგიურ ურთიერთობებზე, სადაც სასწაულებით ხდება მრევლის რწმენაში შესვლა. ვისაც სხვა აზრი გაუჩნდება, ეს უკვე ეშმაკისეულია, ანუ ნაციონალია.

ამ სისტემის შენარჩუნებაზე მიდის ახლა საუბარი?

– რა თქმა უნდა. რწმენაში ეჭვის შეტანა მოხდა პრეზიდენტის არჩევნებზე, სადაც ეს მითი – უძლეველობისა და ზებუნებრივი ძალებისა გაქრა, იმიტომ, რომ რწმენით წავიდნენ პირველ ტურში და წააგეს არჩევნები, მოუწიათ გარე ძალების მოხმობა დასახმარებლად.

პოლიტიკურად გამოცდილი ადამიანები, რომლებიც უფრო ფასეულობათა სისტემის ერთგულების ირგვლივ იყვნენ შეკრებული და მათთვის ივანიშვილი ღმერთი არ იყო, იყო უფროსი პარტნიორი, მაგრამ ეს ყველაფერი ინგრევა ახლა, ვიღაცეებმა ეჭვი შეიტანეს ამაში და ცხადდებიან ათეისტებად. ათეისტები ტოვებენ ეკლესიას.

ამ ტრაგიკომიკურ პროცესში ვართ, იმიტომ, რომ ივანიშვილის ქმედებების პოლიტიკური ლოგიკით ახსნა შეუძლებელია. ის წერილი, რომელიც გამოქვეყნდა, ეს პოლიტიკური სუიციდის ტოლფასია, როდესაც ქართულ საზოგადოებაში ერთგვარი კონსენსუსი შედგა – კოლექტიური მურუსიძე არის მანკიერი ფენომენი. ამ წერილით „ქართულმა ოცნებამ“ ხელი მოაწერა სააკაშვილის სისტემის სამართალმემკვიდრეობას.

რაც იმავე დღეს გამყარდა ირაკლი კობახიძის განცხადებით, რომ მაშინ ცუდები იყვნენ და ცუდ საქმეს აკეთებდნენ, მაგრამ დღეს კარგები არიან და კარგ საქმეს აკეთებენ...

– რა თქმა უნდა. ეს სასწაულით ახსნა, ბიძინა შეხვდა და მე ვარ ანანია, რომლის ხელითაც თვალი აეხილა სავლეს. დღეს ანანიას როლში მოგვევლინა კობახიძიე.

მართვის რა სტილი აირჩია ივანიშვილმა, რაც საზოგადოების მხრიდან არ არის მხარდაჭერილი?

– ვინც ვაკრიტიკებთ და ვისაც არ მოსწონს მართვის ეს სტილი, ყველა არის ათეისტი, ანუ მათ ენაზე „ნაციონალური მოძრაობა“.

ასეთი შეფასებაც წავიკითხე, რომ ეს არის რუსული მართვის სტილი, როდესაც საკუთარი გუნდი არ სცემს პატივს და ამიტომ გაეშვა ხელიდან მართვის ბერკეტები...

– არა, რუსულიც არ არის. რუსულ სტილში ფორმალიზებულია. ანუ, ფორმალიზებულია ლიდერი, იქაც არის რელიგიის ელემენტები, მაგრამ რუსეთში ფორმალიზებულია. აქ ლიდერი ჩრდილშია, ანუ ლიდერთან პირდაპირი კონტაქტი უნდა გქონდეს, შენ უნდა იარო ეკლესიაში, ილოცო და დაელოდო რაღაცა ნიშანს ლიდერისგან. პირდაპირი კომუნიკაცია მასთან ხომ არ ხდება? ახლა კი მოუწია სეირის ჩატარება, პრობლემები რომ შეექმნა, მაგრამ ცდილობს, რომ მისტიური სიტუაცია შექმნას, როდესაც თითქოს არ არის, მაგრამ მისი უხილავი ხელი მართავს ყველაფერს.

საზოგადოებაც ასე თვლის, რომ ივანიშვილის ხელით ხდება ყველაფერი...

– რა თქმა უნდა, ის ხომ არ არის ფორმალიზებული. ამიტომ ვთხოვ მას და ეს მისთვისაც და სახელმწიფოს განვითარებისთვის იქნება ძალიან კარგი, რომ რელიგიიდან დაბრუნდეს ისევ პოლიტიკაში. ისევ მოხდეს მისი ფორმალიზება. ისევ უნდა გახდეს პრემიერ–მინისტრი, ანუ მისტიკიდან გადმოვინაცვლოთ ისევ რეალურ სამყაროში და ნელ–ნელა ყველაფერი დალაგდება. მაგრამ არ უნდა ამ მისტიკიდან გამოსვლა, ისევ უნდა, რომ უძლეველობის მითზე იყოს დამყარებული მისი ძალაუფლება, თუ კარგი მოხდა, ეს მისი ძალისხმევით მოხდა, თუ რამე ცუდი ხდება ე.ი. ჩვენ ვაშავებთ რაღაცას და ღმერთი გვსჯის.

შიდა დაპირისპირება პარტიის შიგნით, რომელსაც ვაკვირდებით, არ უკავშირდება მხოლოდ მოსამართლეებს, უმრავლესობის შიგნით ბრძოლა მიდის თანამდებობების გადანაწილებაზე...

– მმართველობითი ეს კონსტრუქცია, რომელიც ივანიშვილმა ააგო, ანუ რწმენაზე დაფუძლებული მმართველობა, ემყარებოდა ორ პარამეტრს – ერთი, ეს იყო ძალის ცენტრი, რესურსების მონოპოლისტი, თავად იყო სიკეთეების მთავარი გამცემი. ეს იყო მისი მიზიდულობის ბურჯი და მეორე, ეს იყო მისი ავტორიტეტი, ანუ მისი შეუმცდარობის მითი. პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ ეს მითი დაიმსხვრა.

უდავოდ დარჩა სიკეთეების მთავარ გამცემად და ეს მიზიდულობა კიდევ არსებობს, მაგრამ როგორც ავტორიტეტი, ის უბრალოდ აღარ არსებობს „ქართულ ოცნებაში“. ანუ, მხოლოდ პრაგმატული გამორჩენის სურვილით არიან მის გარშემო მხოლოდ. ეს გამორჩენა გამოიხატება თანამდებობებში, ფულის კეთებაში და ა.შ. სანამ ივანიშვილის შიში და რიდი ჰქონდათ, მანამდე რაღაცნაირად ეს ორი რაღაცა ბალანსდებოდა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა ფაქტიურად წააგო არჩევნები, პირველი ტური იყო მისი პასუხისმგებლობით.

მაგრამ დაიმსხვა მისი ავტორიტეტი და ახლა მხოლოდ გამორჩენის პრინციპით არიან მის ირგვლივ ადამიანები და ამიტომ ჭამენ ერთმანეთს თანამდებობებზე. აღარ არიან თანახმა იყვნენ დავალების შესრულების რეჟიმში. კობახიძის პარლამენტში მიტანილ წერილებზე პულტზე დაჭერა არავის არ უნდა. გინდა პულტზე დავაჭირო? – გადაიხადე - ამას ეუბნებიან: მე თანამდებობა მინდა, მე ბიზნესი მინდა და ეს პროცესი მიდის. ნგრევის პროცესია.

როდესაც ლიდერის ავტორიტეტი დგება ეჭვის ქვეშ, რაც არ უნდა დიდი რესურსები ჰქონდეს, ასჯერ მეტი უჯდება საბოლოო ჯამში სისტემის, თუნდაც ფასადურის შენარჩუნება. იმიტომ, რომ ადრე ყველა არ იყო ასე განწყობილი, ზოგი მართლა რწმენით მიჰყვებოდა, აბსოლუტურად სხვა ინტერესი ჰქონია, მაგრამ ახლა დაინახეს, რომ ეს რელიგია, ფესვდო რელიგია ყოფილა. სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილი არ ყოფილა ყოვლისშემძლე, ბევრ შეცდომებს უშვებს და რისთვის უნდა ვიყო აქ, თუ არაფერი არ მივიღე, ეს კაცი ვერ არის მთლად ჯანსაღად და რისთვის ვიყო მასთან?! კი ბატონო, გადაიხადოს და მასთან ვიქნები. თუ არ გადაიხდის, ვიფიქრებ ვიყო თუ არა. ამ პროცესში ვართ.

tngh გაცვდა ეს კაცი... 30 წელია, ამოვიდა ყელში ამის უკმაყოფილო "სიფათი"...
2 თვის უკან