„ახლა ებრძოლეთ მევახშეებს ნოტარიუსებთან - მევახშეების და მიწისქვეშეთის დრო დადგა“

„ახლა ებრძოლეთ მევახშეებს ნოტარიუსებთან - მევახშეების და მიწისქვეშეთის დრო დადგა“

საფინანსო რეგულაციებმა და ინიციატივებმა გაურკვევლობა ყველა მიმართულებით წარმოშვა. ცალკე მიკროსაფინანსოები და ლომბარდები ჩივიან, ცალკე მათი კლინეტები. ჯერჯერობით თავს უპრობლემოდ გრძნობენ მევახშეები, რომლებმაც დრო იხელთეს და ყველანაირად ცდილობენ არსებულ ვითარებაში მეტი სარგებელი მიიღონ.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარის, ბესო შენგელიას განცხადებით, საკრედიტო პორტფელების რისკიანობა გაზრდილია. „სესხების განულების“ პროგრამამ მსესხებლების ნაწილს გაუჩინა მოლოდინი, რომ შესაძლოა, მსგავსი აქცია მომავალშიც განხორციელდეს.

„სამწუხაროდ, მოსახლეობის ცალკეული ნაწილის მიერ აღნიშნული ინიციატივა მართებულად არ იქნა აღქმული და გაუჩნდათ მოლოდინი, რომ მსგავსი აქციები შეიძლება კიდევ განმეორდეს და არის უკვე შემთხვევები, რომ მსესხებლების ნაწილი უარს აცხადებს სესხის გადახდაზე“, - განაცხადა შენგელიამ.

თუ რამდენად მასშტაბურია ასეთი ფაქტები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების თავმჯდომარეს კონკრეტული რიცხვების დასახელება უჭირს, მაგრამ ამბობს, რომ მსგავსი მოლოდინი ჰქონდათ.

„ჩვენი არგუმენტი, რის გამოც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ნაწილი არ დავთანხმდით „სესხების განულების“ აქციაში ჩართვას იყო ის, რომ ძალიან ხშირად მთავრობის მიერ გაჟღერებული ინიციატივა არ არის დეტალურად შესწავლილი, გაანალიზებული ისე, როგორც ჩვენ ვიცით - მაგალითად, მთავრობამ არ იცის ჩვენი პორტფელის სტრუქტურა და ა.შ.

25 წელია ამ სფეროში ვართ და ბევრჯერ ვიწვნიეთ ისეთი პარადოქსი, რომ დიადი იდეებით ვახორციელებდით სოციალურ პროექტებს და მიგვიღია გვერდითი ეფექტი. ამას თუ დავუმატებთ იმას, რომ წინასაარჩევნოდ ყოველთვის გვაქვს ძალიან შეზღუდული აღსრულების პროცესი, ის ფაქტობრივად გაჩერებულია და სამწუხაროდ, როცა ერთის მხრივ, კარგი სოციალური პროექტები ხორციელდება - ვიღაცას გაუნულეს ვალი, ვიღაცას შეუჩერეს დროებით აღსრულება. ადამიანს, ვისაც არკეთილსინდისიერების მიდრეკილება აქვს, უჩნდება წამახალსიებელი მომენტები, რომ სესხი არ გადაიხადოს.

რა თქმა უნდა, უნდა ვიზრუნოთ მსესხებლების ინტერესებზე და მათთვის ტვირთის შემსუბუქებაზე, მაგრამ ხშირად ამის გამო გამსესხებელი ორგანიზაციების ინტერესები ზიანდება“, - ამბობს „ბიზნესმედიასთან“ შენგელია.

აღსანიშნავია, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა სოციალურად დაუცველებს, რომელთაც ვალდებულებების ვადაგადაცილება ჰქონდათ, სესხები საკუთარი ინიციატივით გაუნულეს და მათ სასესხო პორთველი „ქართუსთვის“ არ მიუყიდიათ.

საფინანსო ბაზარზე სხვა პრობლემებიცაა, რომელიც არა მხოლოდ კრედიტორებს, არამედ მესხებლებსაც ეხება. საქმე ისაა, რომ იანვრიდან ამოქმედებულმა რეგულაციებმა სესხებზე დამოკიდებულ ათასობით ადამიანს საკრედიტო წყარო გადაუკეტა. ამან ის მოიტანა, რომ მევახშეები გააქტურდნენ და მომსახურების ტარიფები გაზარდეს. არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის დამფუძნებლსი, გივი კორინთელის განცხადებით, პრობლემაა ის, რომ საბანკო რეგულაციების დაწესება ძალიან სწრაფად მოხდა.

„არავინ დავობს იმაზე, რომ საბანკო რეგულაციები ადრე თუ გვიან მისაღები იყო, თუმცა, ეს ეტაპობრივად უნდა მომხდარიყო. აუცილებელი იყო სხვა ბიზნესების აზრების გათვალისწინება, მათი რისკების შესწავლა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყველაფერ ამას ვიღაც გადაახტა და ასე ხისტად მიიღო რეგულაციები. ახლა ებრძოლეთ მევახშეებს ნოტარიუსებთან ყიდვა-გამოსყიდვის ხელშეკრულების გაფორმებისას. მევახშეების და მიწისქვეშეთის დრო დადგა“, - აღნიშნა კორინთელმა.

სოციალისტი სწორედ თქვენ, ონლაინ გამსესხებლები, მიკროსაფინანსოები და ე.წ. ბანკები ხართ მევახშეები და ფაშისტები! ხაფანგის დამდგმელები და ციაბნიდის აბების დამდებები! მე სხვა მევახშე თვალად არ მყავს ნახული!
3 თვის უკან