ჯანო ანანიძემ

ჯანო ანანიძემ "პარტიზანთან" 75 წუთი ითამაშა - ის კარგ გარემოშია და ფორმაში ჩადგება

რა თქმა უნდა, სჯობდა ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე იჯარით "ვიტესში" გადასულიყო, რაც თავადაც უნდოდა და ამისათვის მზად იყო ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირებაზე წასულიყო, მაგრამ ეს ვარიანტი არ გამოვიდა და "კრილია სოვეტოვში" აგრძელებს კარიერას.

უნდა აღინიშნოს, არც ეს ვარიანტი არაა ურიგო. ურიგო კი არა, კარგიცაა. სამარული კლუბის სპორტული განვითარების დირექტორი ალეკსანდრ შიკუნოვი იმ "როსტოვში" მუშაობდა, რომლის რიგებშიც ჯანომ რუსეთის თასი მოიპოვა, მწვრთნელი მიოდრაგ ბოჟოვიჩი კი გუნდის მწვრთნელი იყო. ამას გარდა, "კრილიაში" ანანიძის არაერთი ყოფილი თანაგუნდელია.

მას ზრუნვას არ აკლებენ და ყოველმხრივ ხელს უწყობენ, რათა ფორმაში ჩადგეს და ძველებურად ითამაშოს.

ანანიძემ უკვე მესამე ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა. დღეს "პარტიზანთან" შეხვედრაში (0:0) კვლავ ძირითად შემადგენლობაში იყო და 75-ე წუთზე შეცვალეს. მოკლედ, ზომიერად ტვირთავენ და როგორც ბოჟოვიჩმა თქვა, მთავარია ტრავმა არ მიიღოს.