ლონდონის „ტოტენჰემი“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ, ერთი უნიკალური რეკორდის ავტორი შეიქნა.
„დეზები“ რამდენიმე ფეხბურთელის მიმართ იჩენდნენ ინტერესს, თუმცა იანვარში არავინ უყიდიათ. ორი მოთამაშე - მუსა დემბელე და ჟორჟ-კევინ ნ’კუდუ - კი გაუშვეს. ასე რომ, ლონდონური კლუბი, რომელსაც არც გასულ ზაფხულს შეუძენია არავინ, ერთგვარი უნიკალური რეკორდის მფლობელი გახდა. Football. London-ის ცნობით, „ტოტენჰემი“ ინგლისური პრემიერლიგის ისტორიაში პირველი კლუბია, რომელსაც ზედიზედ ორი სატრანსფერო ფანჯრისას არცერთი ფეხბურთელი შუძენია.
24 ტურის შემდეგ, „ტოტენჰემი,“ 54 ქულით პრემიერლიგის ცხრილში მესამე ადგილზეა.