რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილე, ალექსეი ჩეპა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთმა არ უნდა აღიაროს მათი გადაწყვეტილება რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის 10 მილიონი ევროს გადახდის თაობაზე.
„ჩვენ არ ვმონაწილეობთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომებში. ჩვენ არ აგვირჩევია ადამიანის უფლებათა ეს მოსამართლეები. შესაბამისად, ჩვენ არ უნდა ვაღიაროთ ევროპის სასამართლო ინსტანციების გადაწყვეტილებები“, - განაცხადა რუსმა პარლამენტარმა.
ცნობისთვის, გუშინ სტრასბურგის სასამართლომ მოსკოვს, რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.