"ზოგიერთ ადგილებს გაუწიეთ კონტროლი და ვეღარავინ დაგატერორებთ"

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი პირადი ცხოვრების ამსახველ კადრების გავრცელების მორიგ შემთხვევას ეხმაურება:

"ამ პორნოფირების გამავრცელებელ სახელისუფლებო სტრუქტურებს ვთხოვ სექსიც არ შეაზიზღონ ხალხს. ეს ერთი და მეორე - საჯარო პოლიტიკურ მოღვაწეებს მეტი მოეთხოვება ყველა ასპექტში. ისინი უნდა აკონტროლებდნენ საკუთარ ვნებებსა თუ ორგანოებს, სხვანაირად მმართველის და ზნეობრივი მაგალითის პრეტენზიები უნდა დაივიწყონ. ესაა პოლიტიკის კანონი.გაიხსენეთ რა დღეში ჩააგდეს პრეზიდენტი კლინტონი მონიკასთან ურთიერთობის გამო. აბა, როგორ გინდათ, კახეთში ამბობენ "თავ კონტროლი გაუწიეო". ამ შემთხვევაში ზოგიერთ ადგილებს მაინც გაუწიეთ კონტროლი და ვეღარავინ დაგატერორებთ", – წერს ნათელაშვილი.