"ძალიან მძიმე დღეები გველის, იმედია გავუძლებთ"

მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და ინტერნეტში გავრცელებულ პირადი ცხოვრების მასალებზე ექსპარლამენტარი ხათუნა ხოფერია შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:

“ეკა ბესელიამ დარტყმა თავის თავზე აიღო! პროცესი რთულია და სამკვდრო-სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გარკვეული კლანისთვის! კლანი “ვაბანკზე” გადავიდა!

თუ ვინმეს არ ახსოვს, შევახსენებ, ზარდიაშვილის ჩამოცილება კომიტეტიდან, სადაც მოსამართლეთა საკითხი უნდა განხილულიყო, იყო პირველი “გახსნილი ბრჭყალები” დაპირისპირების პროცესში! სასამართლო სისტემა, ანუ ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს ხელში ჩაგდების და სრული კონტროლის განხორციელების 6 წლიანი მცდელობა საფრთხის ქვეშ დადგა!

ეკამ, ამ ნაბიჯით, პრაქტიკულად კარტები გახსნა… მაშინ რატომ გახდა საჭირო მისი ტერორი და შანტაჟი?… რაღა აზრი ქონდა პოსტფაქტუმ ასეთ ბინძურ კამპანიას?

არანაირი! ვის უგზავნიან სიგნალს და ვის აფრთხილებენ?..  ვის აჩვენებენ, რომ ყველაფერზე არიან წამსვლელები?

ძალიან მძიმე დღეები გველის… იმედია გავუძლებთ! ძალიან მძიმე დღეები გველის“ - წერს ხოფერია.