წუხელ რუსთავში სამართალდამცავი გარდაიცვალა, არსებული ინფორმაციით იგი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა. ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი ჩხუბის გამო ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. ჩხუბში მოანწილე მხარეების გაშველებას პოლიციელები ცდილობდნენ რა დროსაც ერთ-ერთი სამართალდამცავი 37 წლის მანუჩარ მაჩაიძე ცუდად გახდა და დაეცა.
ინფორმაციას ამის შესახებ „ინფორუსთავი“ ავრცელებს.