ნინო წილოსანი:  სამძიმარს ვუცხადებ და ვუთანაგრძნობ გარდაცვლილთა ოჯახებს და  მათ ახლობლებს

ნინო წილოსანი: სამძიმარს ვუცხადებ და ვუთანაგრძნობ გარდაცვლილთა ოჯახებს და  მათ ახლობლებს

ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთმა საშინელმა ფაქტმა შეზარა, CO-ს გაჟონვის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. პირველ რიგში სამძიმარს ვუცხადებ და ვუთანაგრძნობ გარდაცვლილთა ოჯახებს და  მათ ახლობლებს.

ამასთანავე ყოველგვარ ადამიანურ კულტურას სცდება მსგავსი ფაქტებით   პოლიტიკური სპეკულირება. მომხდარი ტრაგედიის პარალელურად, ნაცვლად იმისა, რომ პრობლემის გადაჭრისა და პრევენციის გზებზე,   ვისაუბროთ,რამდენადაც ეს შესაძლებელია,მაგალითად, ბატონი ალეკო ელისაშვილი პოლიტიკური ქულების ჩასაწერად  დასაბუთებას მოკლებული ბრალდებებით ეჭიდავება თბილისის მერს. მერს, რომელიც ყოველთვის მზად არის თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს კონსტრუქციული წინადადებები და თუ საჭიროა გადადგას შესაბამისი ნაბიჯებიც.