ინგა ბერიკაშვილი: ახლა რასაც დავწერ, ბევრს გაგიკვირდებათ, მაგრამ...

ინგა ბერიკაშვილი: ახლა რასაც დავწერ, ბევრს გაგიკვირდებათ, მაგრამ...

„ახლა რასაც დავწერ, ბევრს გაგიკვირდებათ, მაგრამ ჩემი აზრით, ერთადერთი გამოსავალი, ქვეყანაში რომ შემცირდეს მასობრივი ნარკოგამოთაყვანება, ოჯახების დანგრევა და განადგურება, მოხმარება ისევ სისხლის სამართლით დასჯადი უნდა გახდეს, რეციდივის შემთხვევაში!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

„ასევე ალკოჰოლდამოკიდებულება, ნარკოტიკების ზემოქმედებაზე უარესია და ხშირად ნარკოდამოკიდებულები ხდებიან ალკოჰოლიკები და უფრო საშიშები არიან როგორც ოჯახის წევრებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის! ანუ თუ კლინიკიდან გამოსულმა ისევ გააგრძელა ალკოჰოლის მიღება და ძალადობა ოჯახზე, თუნდაც ფსიქოლოგიური, იზოლირებული უნდა იყოს საზოგადოებისგან!

ფაქტია, რომ მკურნალობა ვერ დებს შედეგს, რადგან მასობრივი უსაქმურობაა ქვეყანაში!

სასჯელის შემთხვევაში კი შიში მაინც იყო და ახლა ქვეყანა წამალში იხრჩობა!

შუა ვაკეში, შუა გზაზე ახალგაზრდები ისეთი ზემოქმედების ქვეშ არიან, რომ ბოდიში და თავის ნარწყევში დგანან, აგინებენ ყველას, ვინც შეხედავს, გამვლელია თუ მცხოვრები, პატრული მოდის და დაკავების უფლება არა აქვს!

თუ სხვა გამოსავალს ხედავთ, მითხარით, მე ვერ ვხედავ!

იღუპება ქვეყანა ამ ზღვარსგადასული დემოკრატიისგან და ზედმეტად ლოიალური მიდგომისგან!

ძალიან ბევრი დანაშაული, იცით, რატომ ხდება? წამლის ფულს გაშმაგებული მოიპოვებენ, მიდიან ყველაფერზე!

მადლობა, რომ სცადეთ ჰუმანური პოლიტიკა ნარკოდანაშაულის მიმართ, მოხმარებას ვგულისხმობ და ახლა სასწრაფოდ აღადგინეთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მოხმარებაზე რეციდივის დროს, არანაირი ჯარიმა და საპროცესო, გაიმეორა? მიუსაჯეთ 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა!“ - წერს ბერიკაშვილი.

trampi რას იტყვის მერე ამერიკა??
6 წლის უკან