თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე გაზის ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვლილი 7 ადამიანიდან, ერთ-ერთი 19 წლის ლაშა კობახიძეა.
ის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეში ცხოვრობდა და თბილისში ახალი ჩამოსული იყო.
"გაზმა გაგვიგუდა ანგელოზივით ბიჭი. ერთი თვის წასული იყო თბილისში. საშინელ დღეში ვართ," - აცხადებს "პრაიმტაიმთან" მეზობელი, მანანა ნუცუბიძე.
"სკოლა ახალახანს დაამთავრა. სტიქაროსანი ბიჭი იყო, ეკლესიური, კარგი ოჯახის შვილი. გაზმა გაგუდაო. მშენებლობაზე იყო დასაქმებული" - აცხადებენ კობახიძის ახლობლები.
შეგახსნებეთ, რომ თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე #67-ში, გაზის ინტოქსიკაციით 7 ადამიანი დაიღუპა.