პოპულიზმს და დემაგოგიას არ ვაპატიებთ ბატონ ელისაშვილს

პოპულიზმს და დემაგოგიას არ ვაპატიებთ ბატონ ელისაშვილს

თბილისის მერი კახა კალაძე ქეთევან წამებულის ქუჩაზე იმყოფება, სადაც CO-ს შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა. მან მედიისთვის კომენტარი ცოტა ხნის წინ გააკეთა.

“რასაც გვეუბნებიან, CO-ს გაჟონვით დაიღუპა. კიდევ ერთი უბედურება დატრიალდა. მინდა მივუსამძიმრო მათ ოჯახებს. გამიჭირდება ვინმეს პასუხისმგებლობაზე საუბარი. პრობლემა არსებობს ამ მიმარტულებით. რამოდენიმე დღის წინ მერიაში მქონდა შეხვედრა ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენლებთან. მოვისმინეთ, თუ რა რეგულაციების გამკაცრებას აპირებენ. ამის აუცილებლობა არის. არის შემთხვევები როდესაც კომპანიის დაუდევრობაა ან თავად მაცხოვრებლის მხრიდან აქვს ადგილი დაუდევრობას. კატეგოორიულად არ შეიძლება დახურულ სივრცეში კუსტარულად დამონტაჟება. ეს თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავითვალისწინოთ.

აპირებენ დეტექტორების შემოტანას. ამაში მერიასაც შეუძლია მონაწილეობის მიღება. ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ წითელ ხაზებს შიგნით იყოს სერთიფიცირებული კომპანიები, რომლებიც დაამონტაჟებენ იმას, რასაც შეიძენს აბონენტი. ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

რეგულაციები გასამკაცრებელია. არ ვარ “ყაზტრანსგაზის” წარმომადგენელი და გამიჭირდება პასუხის გაცემა.

ალეკო ელისაშვილი ვინ არის და რას წარმოადგერნს საზოგადოებას 2017 წელს ვაჩვენე. ახლა არ არის ადგილი ალეკო ელისაშვილს ვუპასუხო. პოპულიზმს და დემაგოგიას არ ვაპატიებთ ბატონ ელისაშვილს. პოპულიზმის ადგილი საქართველოში არ არის”, – განაცხადა კალაძემ.

ადგილზე ალეკო ელისაშვილსა და თბილისის მერს შორის მცირე შელაპარაკება მოხდა.