საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში 2 სავარძელი იპოვეს, რომელიც სავარაუდოდ იმ მცირეძრავიან თვითმფრინავს ეკუთვნის, რომლის ბორტზე „კარდიფ სიტის“ არგენტინელი ფეხბურთელი, ემილიანო სალა იყო. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ საჰაერო ინციდენტების გამოძიების ბრიტანულმა სამსახურმა განაცხადა.
სავარძლის ფრაგმენტი 28 იანვარს დილით ნორმანდიის სანაპიროებზე აღმოაჩინეს. იმავე დღეს მეორე სავარძელი იპოვეს.
სამძებრო ოპერაციის განახლება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც პლატფორმაზე GoFundMe 339 000 ევრო შეგროვდა. ფეხბურთელის სამძებრო სამუშაოების განახლების მოთხოვნით პეტიცია 25 იანვარს შეიქმნა.
ემილიანო სალა „კარდიფ სიტიმ“ ცოტა ხნის წინ საფრანგეთის „ნანტიდან“ 20 მილიონ ევროდ შეიძინა. ფეხბურთელმა კონტრაქტს ხელი ავიაკატასტროფამდე 1 კვირით ადრე მოაწერა.