“ბესელია ასეთი წინააღმდეგი თუ იყო უვადო მოსამართლეთა ათკაციანი სიის, რატომ გადადგაო? ხომ ლოგიკურია, შეენარჩუნებინა თანამდებობა…”

“ბესელია ასეთი წინააღმდეგი თუ იყო უვადო მოსამართლეთა ათკაციანი სიის, რატომ გადადგაო? ხომ ლოგიკურია, შეენარჩუნებინა თანამდებობა…”

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს:

უვადო მოსამართლეობის კანდიდატი გვრიტიშვილი იყო რ-2 გაბუნიასთან. ბესელია ასეთი წინააღმდეგი თუ იყო უვადო მოსამართლეთა ათკაციანი სიის, რატომ გადადგაო? ხომ ლოგიკურია, შეენარჩუნებინა თანამდებობა და ისე ებრძოლა ამის წინააღმდეგ, შიგნიდან, ხომ უფრო მეტს მოახერხებდაო… ესე იგი, სხვა მიზეზით გადადგაო.

ეს ნაძირალა,ესა ასეთი ლოგიკით იყვნენ ესენი მიშასთან, იქამდე შევარდნაძესთან, ზოგიც – კიდევ უფრო ადრეც, და ამათ გამო ქვეყანა წრეზე ტრიალებს უკვე თითქმის 30 წელია! ესე იგი, მანკიერების შეცვლა თუ გინდა, შენ აუცილებლად მის ჩამდენი გუნდის წევრი უნდა იყო! სამოქალაქო ან პოლიტიკური პროტესტის შესახებ ამათ სმენიათ რაიმე?

უფრო დიდი უბედურება ისაა, რომ ბრძენი ერის დიდი ნაწილი ამ გარეწრის ნააზრევს გაიზიარებს. კონფორმიზმი ხომ ქართველი მოხელის modus vivendi-ა… და ამიტომაც ვართ იქ, სადაც ვართ.

სიმხდალე უდიდესი მანკიერებაა ამქვეყნად – მიხეილ ბულგაკოვი.