„პირველად ჩემს ცხოვრებაში, ნიკა გვარამიას ამ პოსტის გამო, ჩემი პატივისცემა!“

„პირველად ჩემს ცხოვრებაში, ნიკა გვარამიას ამ პოსტის გამო, ჩემი პატივისცემა!“

ქართული ოცნების მხარდამჭერი, ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმაურება:

„მდააა! აი პირველად ჩემს ცხოვრებაში ნიკა გვარამიას ამ პოსტის გამო ჩემი პატივისცემა! მტერი თუ უფრო მეტად ღირსეული იქნებოდა,ამას მართლა ვერ წარმოვიდგენდი!სირცხვილი გუნდის წევრებს!" - წერს ნინო ჯღარკავა.

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოკადრების სოციალურ ქსელში გავრცელების შემდეგ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა უმრავლესობის წევრს სოლიდარობა გამოუცხადა:

"დღეს მე ვარ ეკა ბესელია, ეს ასეა! საერთოდ არ მაინტერესებს არაფერი იმის მიღმაა, მისი პოლიტიკური მოღვაწეობა. დღეს სრული სოლიდარობა მას, ის არის მორალური ტერორის მსხვერპლი. მე როგორ მორალური ტერორის მსხვერპლი კი არ ვუცხადებ მას სოლიდარობას, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე. ჯერ ერთი ვულოცავ მას გამბედაობას. ის მეორეა, ვინც ამაზე ისაუბრა ჩემს მერე. სოლიდარობას ვუცხადებ ეკა ბესელიას და მასთან ერთად ვიბრძოლებ ნებისმიერი ფორმით, რომელსაც ის ჩათვლის საჭიროდ, ადამიანები რომლებიც მას ატერორებენ დაისაჯონ.

ბოლოს უნდა ვთქვა, ის ვისაც დასაძრახი ჰგონია, აქამდე ღალატით დაშანტაჟება იყო სექსულაური კადრების გამოქვეყნება, ახლა უკვე გადავიდნენ იმაზე, რომ თავისუფალ ადამიანს როცა სექსი აქვს, ამის გადაღება და გამოქვეყნება თურმე სირცხვილია. ავად ხართ მეგობრებო, ყველას გვაქვს სექსი და გადასარევად ვგრძნობთ თავს. მართლა ავად ხართ, რადგან გგონიათ რომ ამის გამო ადამინები დასაცინები არიან. თქვენც დაკავით იმით, რასაც იღებთ, სჯობს იმ გადაღებას, გირჩევთ", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.