“ვისაც უნარების გამოცდაზე გწყდებათ გული…”

“ვისაც უნარების გამოცდაზე გწყდებათ გული…”

მთარგმნელი და ჟურნალისტი თეა გვასალია სოციალურ ქსელში სკოლის გამოცდების გაუქმებასა და უნარების არასავალდებულო გამოცდად გამოცხადების შესახებ წერს”

“როგორც მოსალოდნელი იყო, განათლების მინისტრის გადაწყვეტილებას სკოლის გამოცდების გაუქმებისა და უნარების არასავალდებულო გამოცდად გამოცხადების შესახებ, ფბ-ზე დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. მე საკუთარ მაგალითზე ვიტყვი. ჩემი უფროსი შვილი, ელენე, მეათე კლასშია, ძალიან კარგად სწავლობს, ოთხ უცხო ენაზე საუბრობს, ბევრს კითხულობს, მართალია მხოლოდ ინგლისურად, მაგრამ მაინც. ამით იმის თქმა მინდა, რომ სწავლის პრობლემა არანაირად არ გვიდგას და მაინც, ძალიან გამიხარდა ე.წ. კატის გამოცდების გაუქმების ამბავი და აი, რატომ. ელენეს მომავალი პროფესია არჩეული აქვს. აინტერესებს ხელოვნური ინტელექტი, მაგრამ რადგან აქ ამ მიმართულებით ვერსად ისწავლის, ხოლო მე არანაირად არ მხიბლავს სრულიად გამოუცდელი ბავშვის საზღვარგარეთ გაშვება, ჯერ პროგრამირებას ეუფლება, ალბათ ამ ფაკულტეტზე ჩააბარებს კიდეც, მერე კი თვითონ გადაწყვეტს სად და რა სპეციალობით გაიაროს მაგისტრატურა. სკოლაში ათებზე სწავლას და პროგრამირების დავალებების შესრულებას, ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენი დრო, ენერგია და ტვინის ჭყლეტა სჭირდება! ახლა, როცა ვიცით, რომ ქიმიაში, ბიოლოგიაში და კიდევ რამდენიმე საგანში, რომელიც მას თავის მომავალ პროფესიაში, არც ცხოვრებაში არასდროს დასჭირდება, მაგრამ გამოცდების შიშით ღამის პირველ საათამდე უწევდა მეცადინეობა, აღარ მოუწევს „კატის“ ჩაბარება, ისწავლის იმისთვის, რომ ხსენებულ საგნებში სკოლის დასამთავრებლად საკმარისი ნიშანი მიიღოს, მათგან გამოთავისუფლებულ დროს კი მათემატიკას, ქართულს, უცხო ენებს, პროგრამირებას და მისთვის საჭირო და საინტერესო საგნებს დაუთმობს და იქნებ იაპონურისთვისაც დარჩეს დრო, რომლის სწავლაც ძალიან უნდა. იმედი მაქვს, მალე იმასაც მიხვდებიან, რომ ბოლო კლასებში საგნები არჩევითი იყოს, როგორც ბევრ წარმატებულ ქვეყანაშია. ხოლო ვისაც უნარების გამოცდაზე გწყდებათ გული, ჩააბარეთ მეოთხე საგნად, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ”,– წერს თეა გვასალია “ფეისბუქის” გვერდზე.

trampi ესე იგი ზოგადი განათლება(თუნდაც ელემენტარული) ზედმეტი ბარგი ყოფილა..........რა საჭიროა ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, მათემატიკა ........წავიდააააააააა

ჰოოდა (უტრირებით) ვაშინგტონის მაგივრად თქვენი შვილები პეკინს რომ დაადებენ თითს, მოსკოვის მაგივრად კიდევ ლონდონს, აი მერე ნახეთ ზოგადი განათლება არააა საჭიროვო....
თუ არ იზამენ???(თბილისი ვინ დააარსაო.... და ჩვენ თბილისელები არა ვააართო.......ხო გახსოვთ?? ხო კაი პასუხი იყო??...)
თქვენ რა, მარტო ინგლისურის ცოდნა განათლება ხომ არ გონიათ? ან ამერიკელ-ინგლისელთან ბორძიკით საუბარი??
მთელი ინგლის-ამერიკა ინგლისურად საუბრობს , მაგრამ შტერი და დებილი ინგლისელ-ამერიკელი არ გინახიააათ?? --რამდენიც გინდათ ...ოპტომ!!!!
მარტო ინგლისურის ცოდნა რომ განათლება იყოს, მაშინ მთელი ინგლის-ამერიკა ნობელიანტებით იქნებოდა გადაჭედილი!!!

ყოველწლიურად სულ ახალ ახალი ,,წარმატებული რეფორმები,, ტარდება, ბავშვები კიდევ სულ უფრო და უფრო თაყვანდებიან--შტერდებიან!
აბა რაშია ეს რეფორმები წარმატებული?/ გამოდის რომ ბავშვების დაშტერებაში!!!!...მიზანიც ეგააა!!
დედა გაეგდო--- დედინაცვალს ფიცულობდაო ....... .რაც იყო ის დონე, დღევანდელს ასჯერ არ სჯობდააა??

ესააა ბავშვების დაშტერების ბოლოსწინა ,,წარმატებული რეფორმა,,
აი მხოლოდ წერა კითხვ--ღა რომ იქნება საკმარისი, (ან ჯვრის დასმა) აი ფინიშიც ეგ იქნებაააა..
ერთი ამერიკაში განათლებული მეგობრის ბიჭი(სკოლა და უმაღლესი იქ დააამთავრა) მეკითხება......ვითომ ბიზნესმენობს -- კონტეინერით ხის მასალა შემოიტანა----როგორ ვიანგარიშო ეს კონტეინერი რამდენი კუბიაო????
(მამამისმა ..ოღონდ შარში,, არ გაყოს თავიო და..... ,,საქმე ჩააბარა,,)

ჰოოდა .... უარესიც იქნება.....
6 წლის უკან
ლეილა მეც ამ ქალბატონის მსგავს მდგომარეობაში ვარ.ბავშვი ამერიკულ ჰაი სქულში სწავლობს, საქართველოს და ამერიკის მოქალაქეა, მინდა რომ საქართველოში ისწავლოს ბაკალავრზე ინგლისურად, ქართულს ვერ შეძლებს ჯერ-ჯერობით.
ვეთანხმები ქალბატონ თეა გვასალიას, ძალიან რთულია ასეთ ასაკში ბავშვის საზღვარგარეთ გაშვება.
აღმოჩნდა რომ ყველა გზა მოჭრილ გვქონდა რომ ბავშვი ქარულ უნივერსიტეტში (ინგლისურ განყოფილებაზე) მოხვედრილიყო ეროვნული გამოცდებს გარეშე.
ვთვლიდი რომ კანონი არ იყო სამართლიანი ქართველი ემიგრანტი ბავშვების მიმართ. გარდა ამისა, რატომ უნდა მოხმარებოდა ქართველი ბავშვის განათლების თანხა სხვა ქვეყანას ისეთი მიუდგომელი კანონის გამო.


თუ სწორად გავიგე, ეს ბარიერი აღარ ექნება, საქრთველოში ამერიკულ სკოლა დამთავრებულ ბავშვებს.

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი თუ სწორად გავიგე.
6 წლის უკან