პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებას, საპარლამენტო უმრავლესობი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელის მეშვეობით ეხმაურება:
“არ ვიცი ვინაა ამ ბოროტების ჩამდენი, მაგრამ სრულიად ვუერთდები კატეგორიულ მოთხოვნას გამოძიების სასწრაფოდ ჩატარების და კონკრეტული დამნაშავის დადგენის თაობაზე. ამ ყოვლად ამაზრზენი მეთოდებით ბრძოლა ადამიანების წინააღგმდეგ სამუდამოდ უნდა აიკრძალოს და გახდეს შეუძლებელი. ასე რომ, სასწრაფოდ კონკრეტული დამნაშავის დადგენა და მისი პასუხისგებაში მიცემა უნდა მოხდეს. თუ ასე არ მოხდება, აი, მაშინ მართლა გაფრთხილდით!!! პირადი ცხოვრების ფარული გადაღება, გავრცელება, შანტაჟი დანაშაულია, ყველამ ვიცით, მაგრამ სხვისი პირადი ცხოვრებით დაინტერესებაც, ჭუჭრუტანაში ჭვრიტინი, არასრულფასოვანი ადამიანების ავადმყოფური თვისებაა, იმ ადამიანების, ვინც საკუთარ ინტიმურ პრობლემებს ვერ უმკლავდებიან და ამიტომ სხვისი შურთ და ბოღმისგან სკდებიან. ასეა, ასე!!!!
მოკლედ, ჯერ გამოძიების შედეგები სასწრაფოდ და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ!!!”, – წერს კვაჭანტირაძე.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ეკა ბესელიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი გავრცელდა. ეკა ბესელია ამ თემაზე საგამოძიებო ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.
დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების სოციალურ ქსელში გავრცელების შესახებ დავით ჭიჭინაძემ ისაუბრა. დეპუტატმა გუშინ თქვა, რომ კადრები სოციალურ ქსელში, მისმა ოჯახის წევრმა ნახა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო, სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს დავით ჭიჭინაძე და მისი რძალი.