საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას რამდენიმე დღეში გააკეთებს.
ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლებთან შეხვედრის მიზანი არ იყო ჩვენი დარწმუნება, თუ როგორ მივიღოთ გადაწყვეტილება უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით. მსოფლიო საპატრიარქო ჩვენს აუჩქარებლობას ამ საკითხთან დაკავშირებით, სრული გაგებით ეკიდება.
ჩვენი ახლანდელი პოზიცია არ უნდა ასოცირდებოდეს იმასთან, რომ თითქოს ეს არის რუსული გავლენა. ფაქტია, რომ ჯერჯერობით ყველა ეკლესია თავს იკავებს გადაწყვეტილების გასაჯაროებისაგან. უნდა დაინიშნოს სინოდის კრება. ჩვენ ამასთან დაკავშირებით რამდენიმე დღეში გავაკეთებთ განცხადებას“, - განაცხადა მეუფე შიომ.
შეგახსენებთ, დღეს კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელებისა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიათა წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი განიხილეს.