კონსტანტინოპოლისა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიათა წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა.
კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელის მიტროპოლიტ ემანუელის განცხადებით, შეხვედრის მთავარი მიზანი იყო უკრაინის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციების გაცვლა და ზოგადად, ყველა იმ საკითხის განხილვა, რაც მართლმადიდებრულ ეკლესიას უკავშირდება და არა რაიმე აზრის თავს მოხვევა.
“ჩვენი მიზანი არ იყო რაიმე აზრის თავს მოხვევა ან ზეწოლა ან შეთავაზება. ეს იყო მხოლოდ ინფორმაციული შეხვედრა და დეტალებზე შეთანხმება, რაზეც იყო საუბარი ტომოსში. ვიცით, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აქვს სიბრძნე იმისთვის, რომ ბრძნული გადაწყვეტილება მიიღოს. საუბარი იყო ყველა თემაზე, რაც დღეს დგას საერთო მართლმადიდებლური ეკლესიის წინაშე. ჩვენი მთავარი მიზანი, რაზეც ვთანხმდებით, არის ერთობის შენარჩუნება ყველა მართლმადიდებელ ეკლესიას შორის.
ჩვენ არ ჩამოვსულვართ იმის გამო, რომ საქართველოს ეკლესიასთან ურთიერთობაში არსებობს რაიმე პრობლემა. ჩვენ გვაქვს საერთო აზრი, საერთო შეხედულებები და ეს იყო ჩვეულებრივი, ძმური შეხვედრა მოძმე ეკლესიებს შორის”,- განაცხადა მიტროპოლიტმა ემანუელმა.