გამოკითხულთა 41% მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, 37% - ცუდად, 12% - ძალიან ცუდად

გამოკითხულთა 41% მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, 37% - ცუდად, 12% - ძალიან ცუდად

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის  მიხედვით საქართველოს გამოკითხული მოსახლეობის 41 პროცენტი მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, 37 პროცენტი - ცუდად, ხოლო 12 პროცენტი - ძალიან ცუდად.

კვლევის თანახმად, მთავრობის საქმიანობას ყველაზე ცუდად თბილისში აფასებენ -60 პროცენტი, ხოლო 34 პროცენტი კარგად აფასებს. ეს მონაცემი დიდ ქალაქებში შემდეგნაირად გადანაწილდა: დიდ ქალაქებში მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს გამოკითხული მოსახლეობის 55 პროცენტი, კარგად -37 პროცენტი. პატარა ქალაქებში 41 პროცენტი ცუდად აფასებს, 52 პროცენტი -კარგად. სოფლებში 43 პროცენტი ცუდად აფასებს, 48 პროცენტი -კარგად . რაც შეეხება უმცირესობათა დასახლებას, კვლევის თანახმად, 36 პროცენტი მთავრობს საქმიანობას ცუდად აფასებს, 57 პროცენტი -კარგად.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი 2,1%-ია.