გურამ მოდებაძე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგა. ამის შესახებ მან განცხადება ძიუდოს კლუბ „შევარდენი 2005“-ის Facebook-ის გვერდზე გაავრცელა.
„როგორც ქართული ძიუდოს გულშემატკივარს მოეხსენება ხანგრძლივი განხილვების შემდეგ მე დამნიშნეს საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები გუნდის მთავარ მწვრთნელად. მიუხედავად უდიდესი მხარდაჭერისა ფედერაციის მხრიდან, პრაქტიკულმა მუშაობამ მანახა, რომ ჩემი ამ პოსტზე დარჩენით დაძაბულობა რომელიც ფედერაციაში შეიქმნა შესაძლებელია ვერ ყოფილიყო სრულად აღმოფხვრილი, რაც დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და უპირველესად გასაკეთებელია. რა თქმა უნდა მივესალმები და სწორია ფედერაციის მხრიდან მთავარი მწვრთნელის ინსტიტუტის დაცვა, მაგრამ დღეს არის ის ვითარება როდესაც თითოეული ჩვენგანი უნდა დავდგეთ საკუთარ თავზე მაღლა და პიროვნული გადაწყვეტილებებით გადავარჩინოთ ქართული ძიუდო. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვების, თუმცა აქვე დავძენ, რომ მზად ვიქნები როგორც რიგითმა მწვრთნელმა ისე შევასრულო ჩემი მოვალეობა ქართული ძიუდოს მიმართ", - წერს გურამ მოდებაძე.
გურამ მოდებაძე ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი გასული წლის 17 დეკემბერს გახდა.