სოციალურ ქსელში ზუგდიდის ერთ-ერთი საკონდიტროს გვერდის მიერ გამოქვეყნებული ტორტის ფოტო გავრცელდა. სურათზე ქურდული სამყაროს სიმბოლო, რვაქიმიანი ვარსკვლავია გამოსახული და “მათივე სლოგანი” – „Жизнь ворам“ (ქურდებს სიცოცხლე) წერია.
არსებული ინფორმაციით, ტორტი კლიენტმა მეგობრის დაბადების დღისთვის შეუკვეთა. სოციალურ ქსელში ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ, საკონდიტრომ ფოტო მალევე წაშალა.