"თუკი ვინმეს რაიმე ილუზია ჰქონდა დარჩენილი სასამართლოს დამოუკიდებლობის თაობაზე, ეს ილუზია და განცდა გაანადგურა გუშინ, ეთერში მოსამართლედწოდებულმა მიქაუტაძემ. ამაზე უარესად ლუსტრირებას ვერავინ მოახდენდა სასამართლო სისტემის პრობლემების!", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია "ფეიბუქის" პირად გვერდზე წერს.
"ყველა შრომა რაც ჩაიდო ეს წლები - თავად გაანადგურა. კომენტარიც კი ზედმეტია იმაზე რაც იკადრა!!! - ეს არის სახე დღეს მართლმსაჯულების! უფრო იოლად გასაგებია რა უნდა შევცვალოთ! ახლა თურმე კრიტერიუმებს თავად წერს - საკუთარ კანდიდატურას რა მოარგოს ჯალათის როლიდან კანონმდებლის როლში მოისურვეს ყოფნა.კარგად გვაჩვენეს - რა უნდა შევცვალოთ და რატომ!!!", - წერს ბესელია სოციალურ ქსელში.