გამოსაშვები გამოცდები ჯერ არ გაუქმებულა, ამაზე ვმუშაობთ, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, - განაცხადა განათლების მინისტრმა სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების საკითხზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ. მიხეილ ბატიაშვილის თქმით, სპეციალისტთან კონსულტაციები ახლაც მიმდინარეობს.
"გამოსაშვები გამოცდები ჯერ არ გაუქმებულა, ამაზე ვმუშაობთ, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, აქ არის ბევრი სამუშაო. სკოლებში უნდა გავაძლიეროთ საგნები, სკოლებში უნდა მოხდეს ამ გამოცდების ჩაბარება. ბოლო ორი წელი ვიღებთ იმას, რომ მთელი სასწავლო წელი, ფაქტობრივად, ნახევრად მიმდინარეობს, რასაც ნებისმიერი მშობელი დაგიდასტურებთ",- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
მინისტრის თქმით, უწყება ყველანაირად ჩართული იქნება სკოლებში კორუფციის საფრთხეების შემცირების პროცესში და შეიმუშავებს შესაბამის მექანიზმებს.