რომ არა მშვენიერი ცოლი,

რომ არა მშვენიერი ცოლი, "კარდიფის" მცველი, სავარაუდოდ, მოკვდებოდა

"კარდიფის" მცველი და კაპიტანი შონ მორისონი შაბათს სასწრაფო წესით ჰოსპიტალში აპენდიქსის გაწყვეტასთან დაკავშირებით გადაიყვანეს.

28 წლის ფეხბურთელმა თავდაპირველად უარი განაცხადა სამედიცინო დახმარებაზე, თუმცა მუცლის არეში ტკივილს განიცდიდა. ამის მიუხედავად, მისმა მეუღლემ, სტეისი ამბერ უორდმა ექიმები გამოიძახა და ინგლისელს სასწრაფოდ ოპერაცია გაუკეთეს.

Daily Express-ი ექიმების ჩვენებაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მორისონი შეიძლებოდა მომკვდარიყო, დახმარება 45 წუთზე გვიან რომ აღმოეჩინათ.

საქმე იმაშია, რომ აპენდიქსის გაწყვეტის დროს შესაძლოა ორგანიზმში ტოქსინები გაერიოს, რამაც შესაძლოა სიკვდილიც კი გამოიწვიოს.

"45 წუთი სიკვდილამდე? ამაში დარწმუნებული არ ვარ. შესაძლოა, ეს ზედმეტად დრამატულად ჟღერს. მაგრამ მორისონი იღბლიანი კაცია. მისმა ცოლმა უმალვე დაურეკა კლუბის ექიმს", - განაცხადა "კარდიფის" მწვრთნელმა ნილ უორნოკმა.

მორისონი უკვე შინ იმყოფება და აპენდიქსის ამოჭრის შემდეგ რეაბილიტაციას გადის. მიმდინარე პრემიერლიგაში მან 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.