"კარდიფის" ახალწვეულმა, 28 წლის არგენტინელმა თავდამსხმელმა ემილიანო სალამ, ვიდრე კერძო თვითმფრინავი ლა მანშზე რადარიდან გაქრებოდა, WhatsApp-ით შეტყობინება გააგზავნა.
"გამარჯობათ ბიჭებო, როგორაა საქმეები? ძმაო, გვამი ვარ. "ნანტში" უამრავი საქმეები ავურიე, ახლა კი თვითმფრინავში ვიმყოფები, რომელიც მგონია, აი, ახლა დაიშლება. კარდიფში მივფრინავ.
ხვალ ყველაფერი დაიწყება, ახალ გუნდში ვარჯიშს ვიწყებ. ვნახოთ, რა გამოვა. როგორაა საქმეები ძმებო და დებო, ყველაფერი წესრიგშია?
თუ საათნახევარში ჩემგან ცნობას ვერ მიიღებთ, არ ვიცი, გამოაგზავნიან თუ არა მაშველებს. ჩემი მოძებნა ხომ შეუძლებელი იქნება. ღმერთო, რა საშიშია".
ეს ინფორმაცია Ole-მ გამოაქვეყნა.
თვითმფრინავი, რომლითაც სალა კარდიფში მიემგზავრებოდა, ნორმანდიაში, კუნძულ გერნსისთან რადარებიდან გაქრა და მაშველები მის პოვნას ვერ ახერხებენ.
ნორმანდიის საავიაციო ძებნის ოფიცერი ჯონ ფიცჯერალდი თვლის, რომ სალა და პილოტი ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ.