„ავტორიტარული მიდრეკილება ბავშვებს უფრო აქვთ და  ივანიშვილმა ყურადღება უნდა მიაქციოს ამ სტილის მომძლავრებას მის პარტიაში“

„ავტორიტარული მიდრეკილება ბავშვებს უფრო აქვთ და  ივანიშვილმა ყურადღება უნდა მიაქციოს ამ სტილის მომძლავრებას მის პარტიაში“

„სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც ძირითადი განსახილველი საკითხი იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურა და კრიტერიუმები, მომავალ კვირაში გაიმართება“, – ამ შინაარსის ელექტრონული შეტყობინება პარლამენტის თავმჯდომარისგან მიიღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, პარლამენტის წევრებმა, მათ შორის მიწვეულმა სტუმრებმა. გამონაკლისი აღმოჩნდა ჯერ კიდევ უმრავლესობის წევრი, ეკა ბესელია, რომელიც შესაძლოა საპროკურორო საბჭოდანაც გარიცხონ.

დეპუტატი ადასტურებს, რომ მას ირაკლი კობახიძისგან ამ დრომდე არ მიუღია შეტყობინება მართლმსაჯულების რეფორმის საკითხებზე შექმნილ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობის შესახებ. ეკა ბესელიას იმედი აქვს, რომ დისკრიმინაციული მიდგომა, განსხვავებული და კრიტიკული მოსაზრება არ გახდება საფუძველი, რომ მის ამ ფორმატში მონაწილეობასთან დაკავშირებით უხერხული გადაწყვეტილება მიიღონ.

„კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სპეციალური ნებართვები და საშვები მე არ მჭირდება, მაგრამ არსებობს ეთიკისა და კორექტულობის ფარგლები, სადაც უნდა მოხდეს თანამშრომლობა. პარლამენტში ყველა დეპუტატს თანაბარი მანდატი აქვს და საჭიროა ყველა დეპუტატს მივცეთ შესაძლებლობა, ვისაც პროცესის მიმართ აქვს ინტერესი. პრობლემა სხვა სამუშაო ჯგუფის შექმნა არ არის“, – განაცხადა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

რაც შეეხება მის საპროკურორო საბჭოდან გარიცხვას, რომლის პროცედურა პარლამენტში უკვე დაწყებულია, ბესელია აღნიშნავს, რომ მსგავს საკითხს იუმორით უყურებს, ვინაიდან სხვა, უფრო დიდი მიზანი აქვს, რომელიც სამართლიანობის იდეას და დამოუკიდებელ სასამართლოს ისახავს მიზნად.

„არც ეს არის პრობლემა, თუ საპროკურორო საბჭოდან გამიწვევენ. უფრო დიდი მიზანი მაქვს, ეს არის სამართლიანობის იდეა და დამოუკიდებელი სასამართლო ყველა მოქალაქისთვის. ამ ყველა მიზანთან მიმართებაში, ისეთი პატარაა ეს თემები, რომ ამისთვის ადგილი არ მყოფნის, რომ ვიფიქრო და ვიდარდო“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ, რომელმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო–საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან გამართა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრები – დავით ჭიჭინაძე, ბექა ნაცვლიშვილი, გედევან ფოფხაძე და რუსლან პოღოსიანი. ეს არიან ადამიანები, რომელთან ერთად ბესელია გაზაფხულზე ახალ პარტიას ქმნის. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბესელიას ახალ პარტიაში იქნება დეპუტატი ლევან კობერიძეც. მმართველ გუნდში არ იციან, რატომ ვერ მიიღო ბესელიამ შეტყობინება, თუმცა, პირად საუბარში აცხადებენ, რომ დღის წესრიგში დგას ბესელიას უმრავლესობიდან გარიცხვის თემა.

თავის მხრივ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ ჩინჩალაძე და მურუსიძე მოსამართლეების შერჩევის სამუშაო ჯგუფის შეხვედრების დახურვას გეგმავენ, რომ ჩუმად გარიგდნენ ზარდიაშვილთან და კობახიძესთან. დოლიძე მოითხოვს, რომ ღია ფორმატში ჩატარდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შერჩევასთან დაკავშირებული იმ სამუშაო ჯგუფის შეხვედრები, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით გაიმართება.

„ნანახი გვაქვს სხვა ჯგუფების მუშაობა, რომელსაც წარმართავდა კობახიძე და არ იყო წარმატებული. ამ პროცესებზე საერთოდ აზრი არ აქვს ხოლმე კობახიძესთან ლაპარაკს – თავს გიქნევს და შემდეგ მიდის და წერს რაც უნდა. ასე გააკეთა კონსტიტუციასთან მიმართებაშიც.

თუ ხელისუფლებას და კობახიძეს დასამალი არაფერი აქვს, რატომ არ უნდა იყოს ეს სხდომები ღია? ღია შეხვედრებზე მშვიდად და წყნარად, მუხლობრივად უნდა გავიაროთ შემოთავაზებები. მარტო ჩინჩალაძესა და მურუსიძეს უნდათ ამ შეხვედრების დახურვა, რომ ჩუმ–ჩუმად გარიგდნენ ზარდიაშვილთან და კობახიძესთან“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახსენებს იურისტი, ლევან ალაფიშვილი, რომლის განცხადებით, პარლამენტი არის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო და დეპუტატები კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით აღჭურვილი თანამდებობის პირები არიან. შესაბამისად, როგორც ალაფიშვილი აცხადებს, რომელიმე საპარლამენტო თანამდებობის პირს, კონსტიტუციის გარანტირებული ამ უფლებების შეზღუდვა არ შეუძლია.

„ასეა დემოკრატიულ საზოგადოებაში. საქართველოში საბჭოთა კავშირის აღდგენა შეუძლებელია და ეს ამომრჩეველმა დაადასტურა. საქართველოში ჩვენ გვაქვს მდგომარება, როდესაც პარტიები გვიპირდებიან, რომ ქვეყანაში ააშენებენ და გააძლიერებენ დემოკრატიას, მაშინ, როდესაც თვითონ პარტიებში არ აქვთ დემოკრატია. ეს არის ჩვენი დემოკრატიის უმთავრესი დამახასიათებელი მდგომარეობა.

რაც შეეხება მიმდინარე პროცესს, ქვეყნისთვის და ჩვენთვის მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია, როგორი მართლმსაჯულება გვექნება და როგორი იქნება სასამართლო სისტემა. სამწუხაროდ, ეს პროცესი მიმდინარეობს პარტიული ხელების გადაგრეხვის, პარტიული ჭიდაობის, თუ გავლენების მოპოვებისთვის ბრძოლოს ფონზე. სინამდვილეში ეს უფრო დიდი რამ არის, ვიდრე ერთი პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესი“, – აცხადებს ალაფიშვილი.

მისი თქმით, ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ მმართველ პოლიტიკურ ძალას არ მისცეს საშუალება, რომ მართლმსაჯულების საკითხები პარტიული საკითხების დონეზე ჩამოიყვანოს და ერთპიროვნულ განსახილველ თემად აქციოს.

„ამ პროცესსმა წარმოაჩინა, რომ უახლესი 5 წლის განმავლობაში იუსტიციის საბჭოსა, თუ მართლმსაჯულების სისტემაში მოკალათებული საზოგადოებისათვის მიუღებელი დაჯგუფება არ იყო მარტო. მათ ჰყავთ მხარდამჭერი მთავარ პოლიტიკურ ინსტიტუტებში, როგორც პარტიებში, ასევე პარლამენტში. მეტიც, პარლამენტის წევრები ამ ჯგუფის „წარმატებული“ ლობისტები არიან. სამწუხაროდ, ასეთი მოცემულობა მოვიღეთ“, – აღნიშნა For.Ge–სთან საუბრისას ლევან ალაფიშვილმა.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ დგას გზაგასაყარზე, წინ არის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და „ქართული ოცნებამ“ გააკეთა ისე, რომ მისი რეიტინგი ტოლი არის „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგთან. შესაბამისად, ძაბირაძეს შეფასებით, ძალაუფლება რომ შეინარჩუნონ, რაღაცა გზა უნდა აირჩიო.

„ერთი – მართლაც შექმნას დემოკრატიული სტრუქტურები და ეცადოს დაიბრუნოს ამომრჩეველი; მეორე – აქცენტი გააკეთოს არა მოსახლეობის მხარდაჭერაზე, არამედ რეპრესიულ სისტემაზე, ამ არჩევანის წინაშე დგას მმართველი გუნდი. იმიტომ, რომ ბესელიას ყოფნა, ან გარიცხვა საპროკურორო საბჭოდან არანაირ რეალობაში არ ჯდება. პირიქით, ეს მომგებიანია ბესელიასთვის და წამგებიანია ხელისუფლებისთვის. თუ ასეთ ელემენტარულ გათვლებს ვერ აკეთებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ უარესს უნდა ველოდოთ“, – აღნიშნა For.Ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.

„საერთოდ, ავტორიტარული მიდრეკილება ბავშვებს უფრო აქვთ, ვიდრე დიდებს. განებივრებული ბავშვი ავტორიტარია. ახლაც განებივრებულ ახალგაზრდებთან გვაქვს საქმე“, – აცხადებს For.Ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, აქ კობახიძეს ბრალეულობა არ არის, პასუხისმგებელი არის ის, ვინც კობახიძე გაანებივრა.

„ალბათ, უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ამ სტილის მომძლავრებას მის პარტიაში ივანიშვილმა. იმიტომ, რომ ჯერ იყო გუნდურობას არ იცავსო და გააგდეს პარტიიდან, ახლა გუნდურობას საყვედურობენ ბესელას. გუნდურობა ისიც არის, რომ გუნდთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება და არა ის, რა გადაწყვეტილებას შენ მიიღებ, ის გუნდმა შეასრულოს. ეს გუნდურობის საბჭოთა გაგებაა.

გუნდურობა ყველაგან არის და კოლექტიურად ხდება გადაწყვეტილების მიღება და ინდივიდუალურად. მე თუ მკითხავთ გუნდურობას კობახიძე არღვევს. გუნდს უნდა გადაეწყვიტა ჭიჭინაძესთან დაკავშირებითაც, ოღონდ რეალურად და არა ზეწოლის ქვეშ. გუნდმა უნდა გადაწყვტოს ბესელიას გარიცხვის და მოსამართლეთა საკითხი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველაფერი საფრთხეს არ უქმნის კობახიძეს, რომელიც განათლებული და ნიჭიერი ახალგაზრდაა, ეს საფრთხეს უქმნის ივანიშვილს, რომელსაც ბევრი რამ აქვს ჩადებული ამ სახელმწიფოს აწყობაში და შეიძლება ამგვარმა ნაბიჯებმა დააზარალოს“, – აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

trampi აუუუუ.....რაღა დროს კროსვორდებია....ძლივს შემოვანგრიე კარები
... ამათ ისე მოუვიდათ--- თაგვმა თხარა თხარაო.....რა მარიაჟობა და მოდერნი აუტყდათ, ვერ იყო, რაც იყო კარგააად? ეგე... ეხლა კაციშვილი აქ აღარააა ....იყვნენ ეხლა სუპერმოდერნულად და ირბინონ ნოშრევანივით აქეთ იქეთ, თან სუ ტაური--ტაური იძახონ..
.ცოტა უფრო ნორმალური ფილტრი და დაეყენებინათ და ყველაფერი კარგად იქნებოდა
ჩაო ..... დასვიდანია
2 თვის უკან
trampi .....ამ დღევანდელ ნეობოლშევიკებს(კობახიძის ფრთას) კომუნისტები თვალით არ უნახიათ, არ უცხოვრიათ მათ გარემოში, არ უნახიათ მათი მართვის სტილი.... მაგრამ.......
ესენი პირწავარდნილი პავლიკ მოროზოვები და კომკავშირლები არიან !!
პავლიკ მოროზოვობა და კომკაშირლობა ეს მათი სული ერი მდგომარეობააა, მათი სულიერი მდგომარეობა.... თორე შარტავა კომუნისტი იყო და ესენი დემოკრატიიის შუქურები არიააან?
ჯერ არის და ლიბერალები გვაბოლებენ, გინდა თუ არა ჩვენნაირად უნდა იაზროვნოთო, ფანდარასტობა კარგია და ფანდარასტები უნდა გიყვარდნენ კიდეცოო
ეხლააა და ესენი----- ვინც ჩვენთან არააა, ჩვენი მტერიაო(პავლიკ მოროზოვი)
მასე კი არა ..... ეგენი, თვითონ ეგენი არიან საზოგადოების მტრები და თავიააანთ მოსამართლეებიანად ძირეულად უნდა ამოიძირკვონ .ხელისუფლებიდან (ბიძოს თამადობით).
ამათ სახელმწიფოსთვის პატიოსანი მოსამართლე არ ემეტებათ და და ესენი ქვეყანას ააშენებენ??
მოკლედ ლავუაზიეს წრეა.....

„საერთოდ, ავტორიტარული მიდრეკილება ბავშვებს უფრო აქვთ, ვიდრე დიდებს. განებივრებული ბავშვი ავტორიტარია. ახლაც განებივრებულ ახალგაზრდებთან გვაქვს საქმე“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, აქ კობახიძეს ბრალეულობა არ არის, პასუხისმგებელი არის ის, ვინც კობახიძე გაანებივრა.
2 თვის უკან
trampi არ წამოარტყავ და კობახიძესავით თავს გავლენ....

„საერთოდ, ავტორიტარული მიდრეკილება ბავშვებს უფრო აქვთ, ვიდრე დიდებს. განებივრებული ბავშვი ავტორიტარია. ახლაც განებივრებულ ახალგაზრდებთან გვაქვს საქმე“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, აქ კობახიძეს ბრალეულობა არ არის, პასუხისმგებელი არის ის, ვინც კობახიძე გაანებივრა.
2 თვის უკან