ბალოტელი

ბალოტელი "მარსელს" შეუთანხმდა

28 წლის "ნიცას" იტალიელი შემტევი მარიო ბალოტელი "მარსელში" ითამაშებს, აღნიშნულ ინფორმაციას L'Equipe ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მარიო და "მარსელის" მესვეურები ყველაფერზე შეთანხმებულები არიან და რამდენიმე დღეში ბალოტელი "მარსელის" ღირსებას დაიცავს. კონტრაქტის სხვა დეტალები უცნობია.

ბალოტელი 2016 წლიდან "ნიცაში" თამაშობს, სადაც ყველა ტურნირზე ერთად 76 შეხვედრა ჩაატარა და 43 გოლი გაიტანა.