სად იასპარეზებს შემდეგში ნიკოლოზ ბასილაშვილი? მომდევნო ტურნირი ცნობილია

სად იასპარეზებს შემდეგში ნიკოლოზ ბასილაშვილი? მომდევნო ტურნირი ცნობილია

უკვე ცნობილია. თუ რა იქნება ნიკოლოზ ბასილაშვილის შემდეგი ტურნირი. ქართველი სპორტსმენი თებერვალში სოფიას პირველობაზე ჩაერთვება.

ტურნირი ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში 4 თებერვალს იწყება და 10 თებერვლამდე გაგრძელდება. სოფიას პირველობა 250 ქულიანი კატეგორიისაა და საპრიზო ფონდი 586,140 ევროს შეადგენს.

ტურნირში მონაწილეობას ბერძენი სტეფანოს ციციპასიც მიიღებს, რომელმაც ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობიდან გამოთიშა. სოფიაში ასევე ვიხილავთ დანილ მედვედევს , კარენ ხაჩანოვს, რობერტო ბაუტისტას, ფერნანდო ვერდასკოს და ა.შ.

ქართველს წინა წელს სოფიაში არ უასპარეზია, თუ ნიკოლოზ ბასილაშვილი 1/2 ფინალამდე მიაღწევს მას ამ შემთხვევაში რეიტინგში ქულები შეემატება, თუ ვერ მიაღწევს არც არაფერი დააკლდება.