დიეგო მარადონა: ის კაცი არ ვარ, რომელიც მეუღლეს სცემს, მაგრამ მინდა თავი წავაცალო

დიეგო მარადონა: ის კაცი არ ვარ, რომელიც მეუღლეს სცემს, მაგრამ მინდა თავი წავაცალო

არგენტინის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი დიეგო მარადონა, რომელიც ამჟამად მექსიკის "დორადოსის" მწვრთნელია, თავის მეგობარ გოგონას, 28 წლის როსიო ოლივას დასცილდა და სასამართლოში უჩივის. ის მას სახლიდან გაგდებას უპირებს, რომელიც ადრე მას და მის ოჯახს აჩუქა.

"ის კაცი არ ვარ, რომელიც მეუღლეს სცემს, მაგრამ მინდა თავი წავაცალო. მან გაუთქმელობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ჩემი ფულით ისვენებს. მართალი გითხრათ, იდიოტი ვიყავი. ცუდად მოიქცა თუ არა? ამას ადვოკატი გაარკვევს.

სახლი, რომელიც მის ოჯახს ვაჩუქე, მე მეკუთვნის. სანტა კლაუსი არა ვარ, რომ ხალხს საჩუქრები დავურიგო", - ციტირებს 58 წლის მარადონას "სანი".