ჯანო ანანიძე: დავამტკიცებ, რომ ძლიერი ფეხბურთელი ვარ

ჯანო ანანიძე: დავამტკიცებ, რომ ძლიერი ფეხბურთელი ვარ

ქართველმა ფეხბურთელმა ჯანო ანანიძემ "კრილია სოვეტოვთან" ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ კლუბის არხთან ისაუბრა.

"პირველ რიგში, მინდა კლუბის ხელმძღვანელობას და მიოდრაგ ბოჟოვიჩს მადლობა გადავუხადო ნდობისთვის. მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ გუნდს დავეხმარო და ჩვენი ამოცანა შევასრულოთ.

ამ კლუბში გადმოსვლაში დიდი როლი ითამაშა ბოჟოვიჩმა. მას დიდი ხანია ვიცნობ და ერთი წელი ვიმუშავეთ ერთად, რაც ნამდვილად სასიამოვნო იყო. ის ძალიან კარგი ადამიანი და მწვრთნელია.

მაქსიმუმს გავაკეთებ იმის დასამტკიცებლად, რომ ძლიერი ფეხბურთელი ვარ", - განაცხადა ანანიძემ.

შეგახსენებთ, რომ ანანიძე სეზონის ბოლომდე იჯარით "კრილიაში" ითამაშებს, ხოლო მისი სატრანსფერო უფლებები კვლავ მოსკოვის "სპარტაკს" ეკუთვნის.