"ურალი" გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტის გაწყვეტას აპირებს

ეკატერინბურგის "ურალი" გუნდის ქართველ შემტევს გიორგი ჭანტურიას დაემშვიდობება.

UralSport-ის ინფორმაციით 25 წლის ჭანტურია გუნდთან ერთად კვირპროსში შეკრებაზე არ გაემგზავრა და უახლოეეს დღეებში კლუბთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტს გაწყვიტავს.

მიმდინარე სეზონში ჭანტურია მოედანზე მხოლოდ ერთხელ გავიდა, როცა "ნიჟნი ნოვგოროდთან" (2:0) სათასო შეხვედრაზე შეცვლაზე შევიდა.

შეგახსენებთ, რომ ჭანტურია "ურალში" 2016 წლის ზაფხულში გადავიდა და ამ ხნის განმავლობაში "ურალის" მაისურით 30 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

აქვე გეტყვით, რომ ჭანტურია მესამე ქართველი ფეხბურთელია რუსეთში, რომელსაც კლუბთან განშორება მოუწევს. აქამდე თორნიკე ოქრიაშვილმა კონტრაქტი "კრასნოდართან" გაწყვიტა, ხოლო შემდეგ მოსკოვის "სპარტაკმა" ჯანო ანანიძის კლუბის გამოცვლა სთხოვა და ის საბოლოო იჯარით "კრილია სოვეტოვში" გადავიდა სეზონის ბოლომდე.

სად გააგრძელებს ჭანტურია კარიერას ჯერჯერობით უცნობია.