ავსტრალიის ღია პირველობაზე ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქის ვინაობა ცნობილია

ავსტრალიის ღია პირველობაზე ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქის ვინაობა ცნობილია

14 იანვარს სტარტს ავსტრალიის ღია პირველობა აიღებს, სადაც მონაწილეობას საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილიც იღებს.


ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე პირველ წრეში 22 წლის ამერიკელი კრისტოფერ იუბენკსი იქნება, რომელმაც ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ბადის გავლა კარიერაში პირველად მოახერხა.


იუბენკსი ATP-ის რეიტინგის 171-ე ნომერია.


იმ შემთხვევაში, თუ ნიკოლოზ ბასილაშვილი მისი ბარიერის დაძლევას შეძლებს, შემდეგ ეტაპზე ქართველი გვიდო ანდრეოცისა და სტეფანო ტრავალიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.