ალექსანდრ მოსტოვოი: ჯანო ანანიძე ბევრს უკვე აღარც ახსოვს

ალექსანდრ მოსტოვოი: ჯანო ანანიძე ბევრს უკვე აღარც ახსოვს

ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ მოსკოვის "სპარტაკის" ქართველი შემტევი ჯანო ანანიძე კარიერას "კრილია სოვეტოვში" გააგრძელებს.

მოსკოვური კლუბისა და რუსეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ალექსანდრ მოსტოვოი ამბობს, რომ ბევრს ანანიძე უკვე აღარც ახსოვს.

"გუნდიდან ექვსი ფეხბურთელის წასვლას ნორმალურ ფაქტად მივიჩნევ, ეს საფეხბურთო პროცესია. თან არცერთი მათგანი გუნდის ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე არ ყოფილა, მათ კი თამაში სურთ. მშვიდად ვარ, რადგან ჯიქია და ფერნანდო არსად წასულან. რაც შეეხება ანანიძეს, ის ბევრს უკვე აღარც ახსოვს" - განაცხადა ალექსანდრ მოსტოვოიმ.

ჯანო ანანიძე "კრილია სოვეტოვში" სეზონის ბოლომდე იჯარის წესით