პოპულარული ოჯახი, სკანდალები და წარმატებები ნინი ბადურაშვილის ცხოვრებიდან - მომღერალი იუბილარია

პოპულარული ოჯახი, სკანდალები და წარმატებები ნინი ბადურაშვილის ცხოვრებიდან - მომღერალი იუბილარია

მომღერალი ნინი ბადურაშვილი იუბილარია. ნინი 33 წლის გახდა.

ახალგაზრდა, მშვენიერი ნინი ბავშვობიდან პოპულარულია, რასაც მისი ოჯახის წევრები განაპირობებენ.

ნინის ბებია და ბაბუა მსახიობები არიან. მსახიობია დედაც - ეკა კახიანი, ხოლო მამა ერეკლე ბადურაშვილი ცნობილი კინორეჟისორია.

ნინი ბადურაშვილი ბავშვობიდან მღერის, მისი სიმღერა "ნანა ჩემო ბაია" დღმდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ნინის შემოქმედებაში განსაკუთრებული გარდატეხა მოახდინა სიმღერამ "ჩუმად მინატრე", რომელიც დედამ, ეკა კახიანმა დაუწერა. კლიპის პრემიერას დიდი რეზონანსი მოჰყვა.

ნინი ბადურაშვილმა საკუთარი კარიერის გაგრძელება უცხოეთშიც სცადა. ის თაკო გაჩეჩილაძესთან ერთად გერმანიაშიც იმყოფებოდა, მაგრამ საქართველოში დაბრუნდა.

2009 წელს შეიქმნა პროექტი სტეფანე და 3 გოგო, რომლის ერთ-ერთი წევრიც ნინი ბადურაშვილი იყო. ისინი ევროვიზიაზე საქართველოს სახელით უნდა გასულიყვნენ, მაგრამ სიმღერის „We Don't Wanna Put In“ კონკურსზე დაბლოკეს, რადგან რუსეთში ტარდებოდა, თუმცა ევროპის მასშტაბით ტურნე მოაწყვეს და ყველა წამყვანმა მედიასაშუალებამ გააშუქა.

ნინი ყოველთვის ცდილობს სკანდალების გარეშე იცხოვროს, მაგრამ ... მის  ცხოვრებას თან სდევს სკანდალები, გახმაურებული სკანდალი აღმოჩნდა, მისი სიმღერა 2011 წლის 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, სადაც წინა ღამით მომიტინგეები დაარბიეს.

2012 წელს ნინი ბადურაშვილი გათხოვდა. მისი ქმარი მოცურავე და ბიზნესმენი ირაკლი კუტალაძე გახლდათ. ნინი საცხოვრებლად ქმართან, რუსეთში გადავიდა, მაგრამ ჯერ კიდევ ორსულობისას ოჯახი დაენგრა და საქართველოში დაბრუნდა.

თბილისში დაბრუნებული ნინი "საქართველოს ვარსკვლავის" ჟიური გახდა.

ნინის ჰყავს ქალიშვილი ელენე კუტალაძე. ნინიმ შვილს გარდაცვლილი მეგობრის, ელენე შენგელაიას სახელი დაარქვა.

ნინი ბადურაშვილი სიმღერის პარალელურად ტელეწამყვანიც არის. ადრე ნანკა კალატოზიშვილთან ერთად მიჰყავდა გადაცემა, ამჯერად კი "პრაიმ შოუს" წამყვანია.

ნინი პირადად იცნობს დონალდ ტრამპს. 2012 წელს როცა დონალდ ტრამპი თბილისში ჩამოვიდა, მას გრანდიოზული წვეულება მოუწყვეს, სადაც სხვა ცნობილ ქართველებთან ერთად ნინი ბადურაშვილიც იყო მიწვეული.

2014 წელს მან მონაწილეობა მიიღო "ცეკვავენ ვარსკვალევბში", სადაც მისი პარტნიორი ოთო ფოლადაშვილი იყო.

ნინი ბადურაშვილი სიმღერის პარალელურად მსახიობიც არის. სულ მალე ეკრანებზე გამოვა, ერეკლე ბადურაშვილის ფილმი სადაც ნინი ცნობილ თურქ მსახიობებთან ერთად თამაშობს.

რაც შეეხება ნინის პირად ცხოვრებას, იცით რომ ის ერთხელ იყო გათხოვილი. ლამაზი და პოპულარული გოგონაა, შესაბამისად მის შესახებ ჭორ-მართალიც ხშირად ვრცელდება. მას სხვადასხვა დროს სხვადასხვა მამაკაცთან აწყვილებდნენ. მათ შორის ექს-პრეზიდენტ სააკაშვილთანაც, მაგრამ ნინიმ  გიორგი გასვიანის გადაცემაში თქვა, რომ ეს მიზანმიმართულად გავრცელებული ჭორები იყო.