მოდრიჩი: „ჩემი მიზანი კარიერის „რეალში“ დასრულებაა“

მოდრიჩი: „ჩემი მიზანი კარიერის „რეალში“ დასრულებაა“

2018 წლის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელმა, „რეალის“ ხორვატმა ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ კარიერის მადრიდულ კლუბში დასრულებაზე ოცნებობს.

„ჩემი მიზანი და დიდი სურვილი კარიერის „რეალში“ დასრულებაა. ეს იდეალური სცენარი იქნებოდა. მაგრამ ამის მისაღწევად უმაღლეს დონეზე თამაშის გაგრძელებაა საჭირო, რაც არცთუ ისე იოლია.

ამ სეზონში ჩვენი გუნდისთვის მთავარია თამაშის ხარისხი გააუმჯობესოს, იმიტომ, რომ ამდენი გამარჯვებების შემდეგ, რთული პერიოდი დაგვიდგა.“ - უთხრა ხორვატმა Goal-ს.

იტალიურ მედიაში კი ვრცელდება ინფორმაცია, მოდრიჩის გადაბირებას ამ ზამთარს „ინტერი“ შეეცდებაო. მოგეხსენებათ, იტალიურ კლუბს ლუკას ყიდვა გასულ ზაფხულსაც უნდოდა, მაგრამ მხარეები ვერ შეთანხმდნენ.