სერ ალექს ფერგიუსონი მანჩესტერ იუნაიტედში დაბრუნდა!..

სერ ალექს ფერგიუსონი მანჩესტერ იუნაიტედში დაბრუნდა!..

"მანჩესტერ იუნაიტედის" ვიცე-თავმჯდომარის ედ ვუდვორდის გადაწყვეტილებით, ოლე გუნარ სოლსკიაერის კონსულტანტად სერ ალექს ფერგიუსონის იმუშავებს. 76 წლის ლეგენდარულმა მწვრთნელმა დიდი ხანი არ არის, რაც ინსულტი გადაიტანა და ცხადია, ის ვერ იქნება სამსახურში, ასე ვთქვათ, სრულ განაკვეთზე, მაგრამ გუნდის ახალ მწვრთნელს ექნება სრული უფლება, ფერგის ნებისმიერ მომენტში დაურეკოს და მისგან კონსულტაცია მიიღოს.

ამას გარდა, ფერგიუსონი არა მხოლოდ მწვრთნელის, არამედ ზოგადად, "მანჩესტერ იუნაიტედის" იერარქიაში იქნება კონსულტანტის პოსტზე. ვუდვორდის მიზანია, კლუბში ის სახეები დააბრუნოს, ვინც ბოლო წლების სახელოვან ისტორიას ქმნიდა, ამან კი "იუნაიტედის" ძველი დიდება უნდა გააღვიძოს. რა თქმა უნდა, ეს ამბავი სერ ალექსის გარეშე არ გამოვიდოდა...