შეწყდება თუ არა სწავლა ვირუსების გამო - რა განცხადებას აკეთებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში

შეწყდება თუ არა სწავლა ვირუსების გამო - რა განცხადებას აკეთებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში

ბოლო დღეებში ძალიან გააქტიურდა გრიპის ახალი ვირუსი, რომელიც ეპიდემიასავით მოედო ქვეყანას. ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალური განცხადებაც კი გაავრცელა. დადგება თუ არა სწავლის შეწყვეტის აუცილებლობა სკოლებსა და ბაღებში? დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი მიიჩნვს, რომ ეს მდგომარეობას არაფრით არ შეამსუბუქებს ავადობის მხრივ.

"ახლა არის რესპირაციული ვირუსების გავრცელების აქტიური პერიოდი და რამდენიმე სახის ვირუსი ცირკულირებს, მათ შორის არის გრიპის ვირუსიც და სამწუხაროდ, სკოლებისა და ბაღების ადრე დათხოვნა არ არის გამოსავალი ავადობის შესამცირებლად. ამიტომაც ამ რეკომენდაციის საჭიროება არ არის. შემიძლია, რჩევის სახით ვთქვა, რომ სკოლებსა თუ ბაღებში ოთახები ხშირად განიავდეს და ადმინისტრაციამ ავადმყოფი ბავშვები არ დაუშვას. დანარჩენი ეს არის განათლების სამინისტროს კომპეტენცია, თუ ისინი თვლიან, რომ სასწავლო პროცესი სრულყოფილად ვერ მიმდინარეობს, მაშინ თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება", - ამბობს "მშობლები.გე"-სთან ზახაშვილი.