ბურჭულაძე: მომავალშიც აუცილებლად ჩავალ მოსკოვში იუბილეზე, მლანძღეთ რამდენიც გინდათ

ბურჭულაძე: მომავალშიც აუცილებლად ჩავალ მოსკოვში იუბილეზე, მლანძღეთ რამდენიც გინდათ

ასე პასუხობს უკვე მეორედ გაერთიანებული ოპოზიიცის “ძალა ერთობაშიას მხარდამჭერი, მსოფლიო ბანი მათ, ვისაც არ მოეწონა, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს პუტინს “ღვინოვ კახურო” უმღერა:

 “კიდევ ერთხელ მიწევს იური ტემირკანოვის 80 წლის საიუბილეო კონცერთზე ჩემს გამოსვლასთან დაკავშირებით საუბარი, რადგან ოცნების ბანაკი ვერ წყნარდება. რა ქნან, გასაგებია, რომ ქვეყანას ვერ მართავენ და საჭიროა ყურადღების სხვა თემაზე გადატანა. მინდა განვაცხადო,რომ მომავალშიც აუცილებლად ჩავალ ტემირკანოვის იუბილეზე, რადგან ის ნამდვილი კავკასიელი (ყაბარდოელი) ვაჟკაცია და ომის შემდეგ მთელი თავისი ორკესტრით ჩამოვიდა ჩვენთან და გვერდით დაგვიდგა. ამას ყველა ვერ გაიგებს და განსაკუთრებით ივანიშვილის მთავრობა, რომლის ლიდერია ადამიანი,ვინც საკუთარ დედას სასამართლოში უჩივლა. რა ვქნათ,დღეს ასეთი რეალობაა საქართველოში. ამიტომ მლანძღეთ და გადაიღეთ ჩემზე მრავალსერიანი ფილმები, თქვენგან ქება უფრო საწყენი იქნებოდა”, – წერს ბურჭულაძე.

შეგახსენებთ, პაატა ბურჭულაძემ იუბილარს, პუტინს და სტუმრებს “ღვინოვ კახურო” უმღერა. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კი ბურჭულაძემ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა: "ვისაც არ მოსწონს ჩემი ცხოვრების წესი, თავად შექმნან უკეთესი"