„კახი ჯერ უმუშევრობას მიხედე და მერე ტაქსში 30 ლარს ყველა გადაიხდის!!!“

„კახი ჯერ უმუშევრობას მიხედე და მერე ტაქსში 30 ლარს ყველა გადაიხდის!!!“

სამოქალაქო აქტივისტი მელორ ვაჩნაძე თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას ტაქსების ფასის მომატებაზე სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„კალაძე: "სხვა ქვეყნებს თუ შევადარებთ, საქართველოში ტაქსით მგზავრობა იაფია"

ეხლა მე მომისმინე ბატონო მერო და იმ ქვეყანას შევადაროთ სადაც მე ვარ (გერმანიას) და ზუსტ ციფრებსაც მოვიყვან...

პირველი ის რომ ქვეყნების შედარებისას არ უნდა მოხდეს ვალუტის კონვერტაცია! ანუ ევრო ლარზე არ უნდა დახურდავდეს, ევრო და ლარი უნდა ვიგულისხმოთ როგორც თანასწორი ვალიუტა, ვინაიდან ხელფასს სადაც იღებ და სადაც ცხოვრობ იქ ხარჯავ, ვერ იცხოვრებ საქართველოს ხელფასით გერმანიაში და გერმანიაში ვერ მიიღებ ხელფასს თუ საქართველოში იცხოვრებ!!!

მეორე აქ სამუშაო ადგილების პრობლემა არაა და პირიქით, დასაქმების სააგენტოებია უამრავი და იხვეწებიან უფასოდ გადაგამზადებთ თუ იმუშავებ და 20 ევროა საათში საშუალოდ ანუ 3000 დან 4000 ევრომდეა თვეში...

მესამე აქ ნებისმიერი პროდუქტი, ჰიგიენის საშუალებები, ტანისამოსი თუ დასასვენებელი (კაფე, ბარი, რესტორანი, კლუბი თუ გასართობი ცენტრი) ბევრად ხარისხიანი და იაფია (კონერტაციითაც) ვიდრე საქართველოში!!!

საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოწესრიგებული და ბევრად სწრაფი (ს) ტრამვაი (უ) მეტრო (DB) რკინიგზა თვეში (შ)(U) 25 ევრომდე და (DB) დღის ბილეთი 27 ევრო და იარე ქალაქიდან ქალაქში რამდენიც გინდა, ძალიან სწრაფად 500 და მეტ დისტანციებზე 1-2 საათში...

ფლიხ ავტობუსები 14 ევრო ბერლინი-დუსელდორფი 600-700 კილომეტრი...

შიდა ფრენები 29 ევრო...

პროდუქტების ფასი რომ თუნდაც არაგერმანულ და რუსულ მარკეტებში რაცაა, რომ დავწერო რევოლუციას მოაწყობენ საუკეთესო ხორცი 5 ევრო 1კგ.

შაქარი 0.8 ევრო 1კგ

პური 0.7 ევრო 1.2კგ

წითელი იკრა რუსულში ყველაზე ხარისხიანი 14 ევრო 0.5კგ ქილა.

ჰიგიენა და ტანსაცმელი სასაცილოდ იაფი...

საწვავი 1.3 ევრო ლიტრი...

ტაქსი ჯდები 3 ევროს წერს ეგრევე მრიცხველი და კილომეტრობითაა ბერლინის ერთი ბოლოდან მეორეში 30 ევრო ან 40 მაქსიმუმ მაგრამ ტურისტების გარდა არავინ სარგებლობს და არ დაგავიწყდეთ სულ 2018 წლიანი მერსედესებია)))

ყველა ქალაქი თუ ყველაზე პატარა სოფელიც კი ულამაზესია განახლებული ბათუმიც კი ვერ შეედრება სოფელს არქიტექტურაშიდა სილამაზეში!!!

ასე რომ კახი ჯერ უმუშევრობას მიხედე და სხვა ასპექტებში გავუტოლდეთ გერმანიას და მერე ტაქსში 30 ლარს ყველა გადაიხდის!!!

P.შ. განვითარებაო და ასე უკუღმათ განვითარება ვის გაუგია? ესაა ყველაფერი რომ ფასადურად კეთდება, ხალხმა ლამაზი ტაქსები ჭამოს?

თბილისის მერია" - წერს მელორ ვაჩნაძე.