„ქართული მარშის" ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:
„უნდა დაიწყოს აჯანყება კორუმპირებული მილიონრების მმართველობის წინააღმდეგ !!! დღეს ერთი მუჭა მილიონრები(მოსახლეობის 2-3%) თავზე აზის მთელს ქვეყანას !!! ყველა ჩინოვნიკი რომელსაც საქართველოში აქვს მილიონები ნაშოვნი-არის ქურდი,ყაჩაღი,ბანდიტი-მათ თაღლითობით და ჩვენი გაძარცვით ხელში ჩაიგდეს ჩვენივე ქონება !!! ამიტომ მათ უნდა მოვეპყრათ როგორც მძარცველებს,ავაზაკებს,დამნაშავეებს !!! ხალხმა უნდა დაიბრუნოს თავისი ქონება და განდევნოს კორუმპირებული მილიონრები ხელისუფლებიდან !!! დადგა ჟამი როდესაც ჩაგრულებს აღარ შეუძლიათ ძველებურად ცხოვრება,ხოლო მჩაგვრელებს ძველებურად მართვა !!!"- წერს სანდრო ბრეგაძე.