ტურინის "იუვენტუსმა" იტალიის ჩემპიონატის მე-17 ტურში მარიო მანჯუკიჩის გოლის წყალობით "რომა" 1:0 დაამარცხა და სერია A-ს რეკორდი დაამყარა.
17 შეხვედრიდან "ბიანკონერმა" 16 მოიგო და აღნიშნული შედეგი ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესოა. აღნიშნული ინფორმაცია Opta-მ გაავრცელა.
სერია A-ს "იუვენტუსი" 49 ქულით ლიდერობს და მეორეადგილოსან "ნაპოლის" რვა ქულით უსწრებს. მომდევნო მატჩს ტურინული გუნდი სტუმრად "ატალანტასთან" 26 დეკემბერს გამართავს.