სულშერი:

სულშერი: "თუ კარგი ფეხბურთელები გყავს, ფეხბურთი მარტივია"

"მანჩესტერ იუნაიტედის" დროებითმა მწვრთნემა ოლე გუნარ სულშერმა "კარდიფთან" მოგებული პრემიერლიგის მე-18 ტურის მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ გუნდს მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს.

"თუ კარგი ფეხბურთელები გყავს, ფეხბურთი მარტივია. გუნდი დიდებული მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული და მათი სათამაშო ხარისხი ბრწყინვალეა. ოთხშაბათს ჩამოვედი ღამით და ორი დღე გვქონდა მოსამზადებლად. უეინ რუნიმ მომწერა და რჩევები მომცა. მან მითხრა, რომ თავისუფლება მიმეცა ფეხბურთელებისთვის." - ციტირებს ნორვეგიელის სიტყვებს BBC-ი.

სულშერი კლუბის ხელმძღვანელობამ ჟოზე მოურინიოს დატოვების შემდეგ მოიწვია და გუნდს სეზონის ბოლომდე გაწვრთნის. "მანჩესტერ იუნაიტედმა" კი 2013 წლის შემდეგ პირველად გაიტანა ხუთი გოლი პრემიერლიგის მატჩში. აღნიშნული შეხვედრა "ვესტ ბრომვიჩთან" (5:5) გაიმართა და მაშინ სერ ალექს ფერგიუსონის ხელმძღვანელობით ბოლო მატჩი იყო.